About Us

დირექცია/Film Office

Sunday, July 16, 2023

კინორეჟისორ ლუკა ბერაძის ღიმილიანი საქართველო - სტუმრად დირექციაში ს02 ეპ33

 


რეჟისორ ლუკა ბერაძე დოკუმენტური ფილმის – „ღიმილიანი საქართველო“, რომელიც საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრმა 2019 წელს დააფინანსა, პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმის ავტორები ფესტივალზე კრიტიკულად გამოვიდნენ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებზე. პრემიერის შესახებ კინოცენტრის გვერდზე არაფერი არ გამოქვეყნებულა, გარდა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთი ინფორმაციისა, სადაც აღნიშნულია, რომ კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს 2 ქართული ფილმია წარდგენილი. გაურკვევლობისა და უხერხულობის შემდეგ, მოგვიანებით, კინოცენტრმა გამოაქვეყნა ინფორმაციები წარდგენილი ქართული ფილმების შესახებ. რეჟისორი გვესაუბრება მისი ფილმისა და ზოგადად ქართულ კინოში მიმდინარე მოვლენებზე. დოკუმენტური ფილმი ქართულ-გერმანული კოპროდუქციაა. ქართველი მაყურებლისთვის პრემიერა 2023წელს არის დაგეგმილი. შინაარსი: 00:00 - შესავალი 01:39 - წარდგენა 02:58 - რა მოხდა კარლოვი ვარში? 04:57 - რეაქცია ავტორების მხრიდან კრიტიკულ გამოსვლაზე 06:30 - ჯდება თუ არა ფილმი რაიმე კონიენქტურაში? 08:01 - ზოგადად ფილმის შესახებ 10:42 - როგორ მიიღო უცხოელმა საფესტივალო მაყურებელმა ფილმი? 11:52 - ხომ არ დაუბრუნდება კინო ეზოპეს ენას? 13:32 - რა იყო ფილმის თავდაპირველი ჩანაფიქრი? 15:14 - შესაძლებელია თუ არა ცენზურა დღეს? 19:12 - საბოლოო ჯამში მაინც რა იყო პოსტში არ ხსენების მიზეზი? 19:44 - ხომ არ გაუკეთეს ფილმს უნებლიე რეკლამა? 21:09 - ხომ არ იყო ეს გაფრთხილება სხვებისთვისაც? 22:13 - როდის შეიძლება ქართველმა მაყურებელმა ნახოს ფილმი? 23:12 - როგორ განვითარდება მოვლენები კინოცენტრის გარშემო? 23:58 - შეჯამება

Sunday, July 2, 2023

კინოცენტრის "მეამბოხე" თანამშრომლები დირექციაში. სეზონი 2 ეპიზოდი 32

 


თანამშრომელთა “ამბოხი” სტუმრები კინოცენტრის თანამშრომლები ნინო კუხალაშვილი, ლევან აბდუშელიშვილი და კოტე ჩლაიძე კინოცენტრში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას რომ მივყვეთ, ყველაფერი წელიწადნახევრის წინ დაიწყო, როდესაც კულტურის მინისტრმა კინოცენტრის დირექტორად თავის პირველი მოადგილე დანიშნა, რომელიც ერთის მხრივ აკონტროლებდა კონკურსების მიმდინარეობას და მეორეს მხრივ აქტიურად არ მონაწილეობდა სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში, სამწუხაროდ, ის მხოლოდ თანამშრომლების ნაწილსა და კინემატოგრაფისტების მცირე ჯგუფს ხვდებოდა. ამან გამოიწვია დაბნეულობა და გაურკვევლობის განცდა, როგორც თანამშრომლებში, ასევე დარგის აქტიურ მონაწილეებში. ერთ-ერთი კონკურსის კომისიის გამოცვლამ და არაპროფილური კონკურსის ჩატარებამ კიდევ უფრო გაამძაფრა სიტუაცია. ნაწილი თანამშრომელების მიერ უკმაყოფილების გამოხატვამ, რეორგანიზაციის პროცესი გამოიწვია კინოცენტრში და მოვლენები დააჩქარა, ბევრისთვის წუხილი და საშიშროება იმისა, რომ კინოცენტრს დამოუკიდებლობა დაეკარგა უფრო მძაფრი გახდა. გაჩნდა ორი ძირითადი მოთხოვნა 1. შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი და 2. კინოცენტრის დირექტორი შეირჩეს დემოკრატიული და გამჭირვალე კონკურსის საფუძველზე. დღევანდელი მოცემულობით კულტურის მინისტრი შევხვდა კინემატოგრაფისტების ერთ ჯგუფს, მაგრამ არ შეხვედრია არც "მეამბოხე" თანამშრომლებს და არც მათ მხარდამჭერ კინემატოგრაფისტებს, ამასთან გრძელდება სამინისტროსთან პროტესტი ორი მოთხოვნებით. დღეს ჩვენი სტუმრები არიან კინოცენტრის "მეამბოხე" თანამშრომლები: დირექტორის ყოფილი მოადგილე ნინო კუხალაშვილი, ლევან აბდუშელიშვილი და ჩვენი პოდკასტის თანაწამყვანი კოტე ჩლაიძე. 00:00 - მისალმება 01:40 - ელოდებოდით თუ არა მოვლენების ასეთ განვითარებას? 09:32 - რა ვითარება იყო კინოცენტრში და რა ფუნციები დაკარგა ორგანიზაციამ? 13:32 - პროტესტი ხომ არ გამოხატავს მხოლოდ ერთი ჯგუფის ინტერესებს? 16:39 - რა შედეგები მოჰყვა მინისტრთან შეხვედრას? 18:59 - რატომ არ მიმართავთ ფართო საზოგადოებას? 21:59 - ვინ უნდა მართავდეს კინოცენტრს? 22:59 - რა მოთხოვნები აქვთ პროტესტანტებს და რა პროცედურული საკითხები დგას მათ წინაშე 28:39 - როგორ შეიძლება განვიტარდეს მოვლენები? 32:36 - რა შედეგები მოიტანა პროტესტმა? 33:59 - შეჯამება