About Us

დირექცია/Film Office

Monday, October 24, 2022

ახალი თაობის ახალი ქართული კინო. სტუმარი რეჟისორი სოსო ბლიაძე. პოდკასტი დირექცია სეზონი 2 ეპიზოდი 17

 


თემები

1. თაობათა ცვლა 2. პანდემიის დროს გადაღებული ფილმი "ჩემი ოთახი" კარლოვი ვარის კინოფესტივალზე 3. კინო სახელმწიფო დაფინანსების გარეშე 4. კინოცენტრის პოლიტიკა და დავა კონკურსის გამო 5. ოსკარზე გასაგზავნი ფილმების კონკურსი, "ოთარის სიკვდილი" 6. ქართული კინო მაყურებლის ძიებაში 7. ონლაინ პლატფორმები და ონლაინ პრემიერების გამოცდილება სტუმარი სოსო ბლიაძე - სცენარისტი და რეჟისორი ფილმოგრაფია ანტრაქტი (2011) - სცენარისტი, რეჟისორი, მონტაჟი ყველაზე ძვირფასი (2012) - სცენარისტი, რეჟისორი, მონტაჟი სამი საფეხური (2017) - სცენარისტი, რეჟისორი მეზობლები (2017) - სცენარისტი ტრადიცია (2019) - სცენარისტი, რეჟისორი ოთარის სიკვდილი (2021) - სცენარისტი, რეჟისორი ჩემი ოთახი (2022) - სცენარისტი, რეჟისორი, მსახიობი, მონტაჟი

Saturday, October 8, 2022

დიდი შესვენება - გზა ოსკარამდე. რეჟისორი დათა ფირცხალავა და პროდიუსერი თედო დოლიძე დირექციაში ს2 ე16

 


სტუმრები ფილმის სცენარისტი და რეჟისორი დათა ფირცხალავა და პროდიუსერი თედო დოლიძე

ფილმი "დიდი შესვენების "გზა ამერიკის კინოაკადემიის “ოსკარის“ 2023 წლის ნომინაციაზე საქართველოდან წარსადგენი ფილმის შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა დავით ფირცხალავას სრულემეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა "დიდი შესვენება". ასევე, ფილმი ტორონტოს ფესტივალის ძირითად კონკურში მოხვდა. თემები 1. ფილმის შექმნის გზა 2. ფილმი ფესტივალებზე - პრესა და გამოხმაურება 3. ოსკარის სტრატეგია - ჟურნალისტები, გაქირავება, აკადემიის წევრები 4. გაქირავების სტრატეგია საქართველოში - გზა მაყურებლამდე სრულემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "დიდი შესვენება" გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და დავით ფირცხალავას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. ამერიკის კინოაკადემიის “ოსკარის“ 2023 წლის ნომინაციის კონკურსში 6 ქართული ფილმი მონაწილეობდა: 1. “ატონალური გაბრწყინება” - რეჟისორი ალექსანდრე ქორიძე; 2. “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში” - რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი; 3. “დიდი შესვენება” - რეჟისორი დათა ფირცხალავა; 4. „მოთვინიერება“ - რეჟისორი სალომე ჯაში; 5. „ოთარის სიკვდილი“ - რეჟისორი იოსებ ბლიაძე; 6. “ტყვია“ - რეჟისორი ხათუნა ვაშაძე.

Tuesday, October 4, 2022

ახალგაზრდა ფესტივალის ძველი გამოწვევები. ჩვენი სტუმარია ლევან აბდუშელიშვილი. პოდკასტი "დირექცია" ქუთაისში

 


პოდკასტი "დირექცია" რიგით მეორე ქუთაისის მოკლე ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე. 1. რითი იყო გამორჩეული წლევანდელი ფესტივალი? ფესტივალის საკონკურსო და არასაკონკურსო პროგრამა. განსხვავება ფესტივალის წინა წლის გამოშვებასთან შედარებით. 2. ადგილობრივი მაყურებლის ჩართულობა ფესტივალზე. რამდენად არის მნიშვნელოვანი ფესტივალი ქალაქისთვის. რა ხერხებით ხდება მაყურებლის დაინტერესება ფესტივალით. 3. მოკლემეტრაჟიანი სცენარის განვითარების ვორქშოპის მნიშვნელობა ავტორებისთვის. 4. მოკლემეტრაჟიანი კინოს სპეციფიკა. რამდენად ყავს მაყურებელი და რამდენად გააჩნია თვითმყოფადობა მოკლემეტრაჟიან კინოს. მოკლემეტრაჟიანი ფილმების შექმნის სირთულე. 5. ფესტივალის დაფინანსების წყარო და განვითარების სამომავლო გეგმები. სტუმარი: კინომცოდნე, ფესტივალის გუნდის წევრი ლევან აბდუშელიშვილი. ესაუბრება ლევან შუბაშვილი