About Us

დირექცია/Film Office

Sunday, September 17, 2023

ცხელი ზაფხულის სამი თვე - კინორეჟისორ სანდრო კობერიძის ბოიკოტი. პოდკასტი "დირექცია" სეზონი 3 ეპ 34

 


ზაფხული კინო სფეროსთვის დაძაბული გამოდგა, კინოცენტრის ხელმძღვანელობის შეცვლამ და რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომელთა დათხოვნამ კინემატოგრაფისტების დიდ ჯგუფში საპროტესტო მოძრაობა გამოიწვია. ხოლო 2023 აგვისტოდან 500-მდე კინემატოგრაფისტი ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდა და ყველანაირ თანამშრომლობაზე უარი თქვა კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ კინოცენტრთან, ჩვენი სტუმარია ამ მოძრაობის წარმომადგენელი კინორეჟისორი სანდრო კობერიძე. 00:00 შესავალი 03:13 სტუმრის წარდგენა 03:34 სამთვიანი პროტესტის ზოგადი შეფასება 09:12 რა არის ოპტომიზმის საფუძველი? 12:05 რა გულისხმობს ბოიკოტი? 17:09 ბოიკოტი და არა დაუმორჩილებლობა 19:54 როგორ აისახება ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებზე ბოიკოტი? 23:39 ხომ არ აპირებს საპროტესტო მოძრაობა პაუზის აღებას? 26:50 სადამდე გაგრძელდება ბოიკოტი? 27:57 რა მიზნის მიღწევა უნდა სამინისტროს ამ პოლიტიკით? 31:10 არის თუ არა შავი სიები? 32:57 რა არის ძირითადი მესიჯი რითიც მიმართავთ საზოგადოებას? 34:10 რა ინიციატივები დაბადა საპროტესტო მოძრაობა? 35:15 ხომ არ გარდაისახა საპროტესტო მოძრაობა პროფკავშირებში? 37:33 როგორ იმუშავებს პროფკავშირები? 41:02 შეჯამება

Sunday, July 16, 2023

კინორეჟისორ ლუკა ბერაძის ღიმილიანი საქართველო - სტუმრად დირექციაში ს02 ეპ33

 


რეჟისორ ლუკა ბერაძე დოკუმენტური ფილმის – „ღიმილიანი საქართველო“, რომელიც საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრმა 2019 წელს დააფინანსა, პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმის ავტორები ფესტივალზე კრიტიკულად გამოვიდნენ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებზე. პრემიერის შესახებ კინოცენტრის გვერდზე არაფერი არ გამოქვეყნებულა, გარდა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთი ინფორმაციისა, სადაც აღნიშნულია, რომ კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს 2 ქართული ფილმია წარდგენილი. გაურკვევლობისა და უხერხულობის შემდეგ, მოგვიანებით, კინოცენტრმა გამოაქვეყნა ინფორმაციები წარდგენილი ქართული ფილმების შესახებ. რეჟისორი გვესაუბრება მისი ფილმისა და ზოგადად ქართულ კინოში მიმდინარე მოვლენებზე. დოკუმენტური ფილმი ქართულ-გერმანული კოპროდუქციაა. ქართველი მაყურებლისთვის პრემიერა 2023წელს არის დაგეგმილი. შინაარსი: 00:00 - შესავალი 01:39 - წარდგენა 02:58 - რა მოხდა კარლოვი ვარში? 04:57 - რეაქცია ავტორების მხრიდან კრიტიკულ გამოსვლაზე 06:30 - ჯდება თუ არა ფილმი რაიმე კონიენქტურაში? 08:01 - ზოგადად ფილმის შესახებ 10:42 - როგორ მიიღო უცხოელმა საფესტივალო მაყურებელმა ფილმი? 11:52 - ხომ არ დაუბრუნდება კინო ეზოპეს ენას? 13:32 - რა იყო ფილმის თავდაპირველი ჩანაფიქრი? 15:14 - შესაძლებელია თუ არა ცენზურა დღეს? 19:12 - საბოლოო ჯამში მაინც რა იყო პოსტში არ ხსენების მიზეზი? 19:44 - ხომ არ გაუკეთეს ფილმს უნებლიე რეკლამა? 21:09 - ხომ არ იყო ეს გაფრთხილება სხვებისთვისაც? 22:13 - როდის შეიძლება ქართველმა მაყურებელმა ნახოს ფილმი? 23:12 - როგორ განვითარდება მოვლენები კინოცენტრის გარშემო? 23:58 - შეჯამება

Sunday, July 2, 2023

კინოცენტრის "მეამბოხე" თანამშრომლები დირექციაში. სეზონი 2 ეპიზოდი 32

 


თანამშრომელთა “ამბოხი” სტუმრები კინოცენტრის თანამშრომლები ნინო კუხალაშვილი, ლევან აბდუშელიშვილი და კოტე ჩლაიძე კინოცენტრში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას რომ მივყვეთ, ყველაფერი წელიწადნახევრის წინ დაიწყო, როდესაც კულტურის მინისტრმა კინოცენტრის დირექტორად თავის პირველი მოადგილე დანიშნა, რომელიც ერთის მხრივ აკონტროლებდა კონკურსების მიმდინარეობას და მეორეს მხრივ აქტიურად არ მონაწილეობდა სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში, სამწუხაროდ, ის მხოლოდ თანამშრომლების ნაწილსა და კინემატოგრაფისტების მცირე ჯგუფს ხვდებოდა. ამან გამოიწვია დაბნეულობა და გაურკვევლობის განცდა, როგორც თანამშრომლებში, ასევე დარგის აქტიურ მონაწილეებში. ერთ-ერთი კონკურსის კომისიის გამოცვლამ და არაპროფილური კონკურსის ჩატარებამ კიდევ უფრო გაამძაფრა სიტუაცია. ნაწილი თანამშრომელების მიერ უკმაყოფილების გამოხატვამ, რეორგანიზაციის პროცესი გამოიწვია კინოცენტრში და მოვლენები დააჩქარა, ბევრისთვის წუხილი და საშიშროება იმისა, რომ კინოცენტრს დამოუკიდებლობა დაეკარგა უფრო მძაფრი გახდა. გაჩნდა ორი ძირითადი მოთხოვნა 1. შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი და 2. კინოცენტრის დირექტორი შეირჩეს დემოკრატიული და გამჭირვალე კონკურსის საფუძველზე. დღევანდელი მოცემულობით კულტურის მინისტრი შევხვდა კინემატოგრაფისტების ერთ ჯგუფს, მაგრამ არ შეხვედრია არც "მეამბოხე" თანამშრომლებს და არც მათ მხარდამჭერ კინემატოგრაფისტებს, ამასთან გრძელდება სამინისტროსთან პროტესტი ორი მოთხოვნებით. დღეს ჩვენი სტუმრები არიან კინოცენტრის "მეამბოხე" თანამშრომლები: დირექტორის ყოფილი მოადგილე ნინო კუხალაშვილი, ლევან აბდუშელიშვილი და ჩვენი პოდკასტის თანაწამყვანი კოტე ჩლაიძე. 00:00 - მისალმება 01:40 - ელოდებოდით თუ არა მოვლენების ასეთ განვითარებას? 09:32 - რა ვითარება იყო კინოცენტრში და რა ფუნციები დაკარგა ორგანიზაციამ? 13:32 - პროტესტი ხომ არ გამოხატავს მხოლოდ ერთი ჯგუფის ინტერესებს? 16:39 - რა შედეგები მოჰყვა მინისტრთან შეხვედრას? 18:59 - რატომ არ მიმართავთ ფართო საზოგადოებას? 21:59 - ვინ უნდა მართავდეს კინოცენტრს? 22:59 - რა მოთხოვნები აქვთ პროტესტანტებს და რა პროცედურული საკითხები დგას მათ წინაშე 28:39 - როგორ შეიძლება განვიტარდეს მოვლენები? 32:36 - რა შედეგები მოიტანა პროტესტმა? 33:59 - შეჯამება

Sunday, May 28, 2023

უნდა დააფინანსოს თუ არა სახელმწიფომ სერიალები? სტუმარი კინოდოკუმენტალისტი მარიამ ჭაჭია. სე2 ეპ30

 


კინოცენტრის მიერ სერიალების კონკურსის გამოცხადებასა და დაფინასებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, ბიუჯეტის სიმცირისა და შეზღუდული ვადების გარდა, კინოპროფესინალებს კითხვა გაუჩნდათ, რომელიც ალბათ ყველა მოქალაქეს ეხება: უნდა დააფინანსოს თუ არა სახელმწიფომ სერიალები? დირექციაში ჩვენი სტუმარია კინოდოკუმენტალისტი მარიამ ჭაჭია. მარიამ ჭაჭია დოკუმენტალისტთა ასოციაციის "დოკა" ერთ-ერთი დამფუძნებელია. ასოციაციამ საჯარო წერილი გაავრცელა, სადაც რამდენიმე მოსაზრება და გულისტკივილი გამოთქვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. შემოქმედებით ევროპის პროგრამის შესაძლო დახურვასთან და პარლამენტში გაგზავნილ წერილთან დაკავშირებითაც გვესაუბრა მარიამი. ასევე მარიამ ჭაჭიამ ნიკ ვოიგთან ერთად დაასრულა დოკუმენტური ფილმი "ჯადოსნური მთა" და ფილმის წარმოებისა და საფესტივალო ცხოვრებაზე ვკითხეთ.

00:00 - შესავალი 01:03 - დოკუმენტალისტების წერილის შესახებ 04:17 - რა იყო კონკურსის ჩატარების დროს მთვარი დარღვევა? 05:53 - კიდევ რა პროცედურები დაირღვა? 07:23 - ზოგადად რამდენად ობიექტურად ტარდება კონკურსები? 07:55 - უნდა დაავალოს თუ არა სამინისტრომ კინოცენტრს კონკურსის ჩატარება? 08:13 - გაეზრდება თუ არა კინოცენტრს ბიუჯეტი? 10:15 - შეიძლება თუ არა თანხის სიმცირის გამო სხვა კონკურსები აღარ ჩატარდეს? 12:22 - პროცედურებისა და რეგულაციების გაურკვევლობა ხშირად დამატებით წუხილის იწვევს 13:54 - კონკურსის ვადების სიმცირის შესახებ 15:06 - კონკურსის თემების შესახებ 17:25 - სწორია თუ არა სადისტრიბუციო არხების კინოწარმოებაში ჩართვა? 18:24 - ხომ არ პირებთ დამატებით შეხვედრების გამართვას? 20:16 - კრეატიული ევროპის პროგრამისა და პარლამენტის მიმართ განცხადების შესახებ? 23:34 - დოკუმენტური ფილმის “ჯადოსნური მთა” ტრეილერი 24:05 - ორიოდე სიტყვით ფილმის შესახებ 24:33 - ხომ არ შეიცვალა წარმოების პროცესში ფილმის იდეა? 29:02 - როდის შეძლებს ქართველი მაყურებელი ფილმის ნახვას? 29:14 - ფილმის საფესტივალო ცხოვრების შესახებ 30:37 - შეჯამება

Monday, May 15, 2023

ემუქრება თუ არა ევროპულ პროგრამას დახურვა? სტუმრად დირექციაში კინომცოდნე დიანა მაღლაკელიძე ს02 ეპ29

 


შემოქმედებითი ევროპის პროგრამას - Creative Europe Georgia - დახურვა ემუქრება თუ არ იქნა ცვლილებები შეტანილი კანონში. არა მარტო საქართველოს შემოქმედებითად აქტიურმა ადამიანებმა შეიძლება დაფინანსება დაკარგონ, არამედ შესაძლებელია საქართველოს ევროპული პერსპექტივა კითხვის ქვეშ დადგეს, რადგან ამ ცვლილებების მიღება ასევე 12 პუნქტიანი გეგმის ნაწილია. 2023 წლის 24 თებერვალს კინო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა წერილით მიმართეს პარლამენტს ცვლილებების დაჩქარების შესახებ. წერილს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე https://docs.google.com/document/d/15... Creative Europe Georgia - https://www.facebook.com/creativeeuro... შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკის მედია კოორდინატორი და კინომცოდნე დიანა მაღლაკელიძე საუბრობს შემოქმედებითი ევროპის პროგრამებზე და მისი დაკარვის საშიშროებაზე. 00:00 - შესავალი 00:46 - რა არის კრეატიული ევროპა? 05:08 - როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება და აუცილებელია თუ არა უცხოელი პატრნიორი? 07:07 - რა სახის დაფინანსებას გასცემს ფონდი? 07:32 - რა რაოდენობის საწევროს იხდის ქვეყანა პროგრამაში მონაწილეობისთვის? 09:10 - როგორ ხდება პროექტების დაფინანსება და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები 11:12 - საქართველოს დესკის ძირითადი საქმიანობა 13:34 - რა მედია პროგრამებზე აქვთ წვდომა საქართველოს მოქალაქეებს? 15:57 - რატომ არ აფინანსებს პროგრამა კინო წარმოებას? 17:16 - რა ვალდებულებები უნდა შეასრულოს ქვეყანამ რომ პროგრამაში დარჩეს? 19:41 - რა ეტაპზეა ცვლილებების მიღება კანონში? 21:37 - შესაძლებელია თუ არა ქვეყნისთვის ვალდებულებების შესრულების ვადის გადავადება? 22:29 - რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროგრამის შენარჩუნება ქვეყნისთვის და კინო ინდუსტრიისთვის 23:33 - დაკავშირებულია თუ არა 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან კანონის ცვლილებების მიღება? 25:03 - შეუძლია თუ არა შემეცნებით პოდკასტებს დაფინასების მიღება? 26:12 - შეჯამება

Sunday, April 30, 2023

13 წლიანი საუნივერსიტეტო კარიერის დასასრული. სტუმრად დირექციაში კინორეჟისორი ვახო ჯაჯანიძე ს2 ე28

 



13 წლის მუშაობის შემდეგ ახალგაზრდა კინორეჟისორი ვახო ჯაჯანაძე თავის მომავალს კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვეღარ ხედავს; ფეისბუკის პოსტით ყოფილ კოლეგებსა და საზოგადოებას უნივერსიტეტისა და ქართული კინოს პრობლემებზე სასაუბროდ იწვევს. 00:00 - შესავალი 00:30 - წარდგენა 01:15 - რას ემსახურებოდა თქვენი პოსტი? 04:01 - პიროვნული დაპირისპირება თუ სისტემური პრობლემა 05:45 - რატომ მიმართეთ საჯაროდ? 07:08 - ჩამორჩენილია თუ არა თეატრალური ტექნოლოგიურ პროცესებს? 08:52 - შეუძლია თუ არა გარედან მოსულ რეჟისორს ჯგუფის აყვანა? 09:36 - სახელოვნებო ინსტიტუტების მწირი დაფინანსების შესახებ 13:19 - უნივერსიტეტიდან წამოსვლის ძირითადი მიზეზი 16:59 - ახალი მხატვრული ფილმის წარმოებისა და დასრულების შესახებ 18:21 - ახალი ქართული კინოსა და ტენდენციების შესახებ 21:57 - შეჯამება პოდკასტი ქართულ კინოსა და კინოწარმოებაზე ადრე, ახლა და მომავალში. თავისუფალი პლატფორმა თანამედროვე მედია კონტენტის შექმნელებისთვის. წამყვანები: კოტე ჩლაიძე, გოჩა ჟორჟოლიანი. Podcast About Film&Media Production in Georgia (Country). Welcome to the Georgian Film industry Podcast, your source for all things film and film production in the Republic of Georgia. We'll be talking to filmmakers, actors, producers, and other industry professionals about the latest news and trends in Georgian cinema. We'll also be reviewing new films and taking a look at the history of filmmaking in Georgia. If you're a fan of Georgian film, or if you're just curious about what's happening in the Georgian film industry, then this podcast is for you. Subscribe today and join us on our journey through the world of Georgian cinema. We are your host @Gochazh and @Kotechlaidze, and we are excited to take you on a journey to explore the world of film in Georgia. https://anchor.fm/filmoffice http://gzh.ge https://gochazh.wordpress.com https://www.facebook/geofilmoffice https://www.instagram.com/geofilmoffice/ https://twitter.com/GeoFilmOffice https://t.me/direqcia

Monday, April 10, 2023

კინოთეატრების ბედი მე-20 საუკუნის საქართველოში - სტუმრად დირექციაში ლევან გელაშვილი ს02 ეპ27

 


კინოს მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი ლევან გელაშვილი მოგვითხრობს მის მიერ გამოცემულ ახალი წიგნის "საქართველოს კინოთეატრები. 1920-1990წწ ქრონიკები" შესახებ 00:00 - შესავალი 00:46 - რა იყო წიგნის "საქართველოს კინოთეატრები. 20-90 წლების ქრონიკები" შექმნის მიზანი? 04:04 - რა პერიოდებს მოიცავს წიგნი? 06:17 - რა იყო კინოთეატრების რეპერტუარი? 09:50 - ტაპიორების მუშაობის შესახებ 10:49 - კინოთეატრების მუშაობა დამოუკიდებელი რესპუბლიკის დროს 11:12 - საბჭოთა იდეოლოგია და კინოთეატრები 11:51 - კინოთეატრი, როგორც ახალი საბჭოთა ეკლესია 12:37 - გასული საუკუნის 20-იანი წლების კინოს სარიტუალო გააზრება 13:58 - იყო თუ არა კინოთეატრების აუდიტორია სეგმენტირებული და როგორი იყო ბილეთების ფასწარმოქმნა? 17:14 - კინოთეატრების საქველმოქმედო საქმიანობა საბჭოთა პერიოდში 17:59 - თბილისის კინოთეატრები მე-20 საუკუნის 30-90-იან წლებში 18:32 - პირველი კინომექანიკოსების სწავლისა და გადამზადების შესახებ 18:52 - როგორ ხდებოდა ფილმების მიწოდება კინოთეატრებისთვის 20:45 - რა ტიპიური პროექტები მუშაობდა კინოთეატრების საქმიანობაში 21:31 - კინოთეატრების განლაგების საბჭოთა სტანდარტების შესახებ 22:36 - კინოთეატრების რაოდენობის ზრდა თბილისში და რეგიონებში 23:30 - პირველი სტერეო კინოთეატრის მშენებლობა საბჭოთა კავშირში 24:26 - რამდენი კინოთეატრი იყო საქართველოში? 26:08 - კინოთეატრების ეპოქის დასასრული 27:23 - რამდენი მაყურებელი დადიოდა კინოთეატრში? 28:14 - კინოთეატრი აღარ არის თავშეყრის ეპიცენტრი 28:31 - კინოთეატრ "რუსთაველისა" და "აპოლოს" ბედის შესახებ 30:06 - შეჯამება წიგნში წარმოდგენილია პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიები და ცნობები კინოთეატრების შესახებ, რომლებიც 1920-1990 წლებში ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა. აღსანიშნავია, რომ კრებულში შესულია როგორც ქართულენოვანი, ასევე რუსულენოვანი ჟურნალ-გაზეთების („Вечерний Тбилиси“, „Молодой сталинец“, „Молодежь Грузии“, „Советская Абхазия“, „Заря Востока“, „архитектура СССР“) მასალები. ეს არის პირველი ცდა კინოთეატრების შესახებ ჟურნალებსა და გაზეთებში გაბნეული მრავალფეროვანი ცნობების ერთ წიგნად გამოცემისა, რომელიც კინოთეატრების ისტორიის მიმოხილვით-პანორამულ სურათს ქმნის. წიგნში ასევე წარმოდგენილია დადგენილებები, საარქივო ცნობები და სახელმწიფო არქივში დაცული საქართველოს კინოთეატრების ფოტოები, რომლებიც პირველად ქვეყნდება. გარდა ამისა, კრებულში შესულია კინოთეატრების თემაზე იუმორი, ფელეტონები და ლექსები.