ცარიელი აზრები / Empty Thoughts - სივრცე ფიქრისთვის, ხმაურის გარეშე.
მოკლე, შემეცნებით-ანალიტიკური პოდკასტი მათთვის, ვინც მოვლენებში
სიღრმეს ეძებს. თითოეული ეპიზოდი ერთი თემის ირგვლივ ტრიალებს და დღევანდელობას ისტორიულ ჭრილში განიხილავს. ჩვენი მიზანია, ფაქტებს მიღმა
დავინახოთ ის მარადიული კანონზომიერებები, რომლებიც ეპოქიდან ეპოქამდე მეორდება. აქ თანამედროვე ანალიზი და ისტორიული გამოცდილება ერთმანეთს ხვდება, რათა სამყაროს უფრო ფართო კონტექსტში შევხედოთ — მშვიდად, მკაფიოდ და გააზრებულად.
2024 წლის თებერვალს ქ. ბერლინში, "ბერლინალეს" ფორუმის სექციაში ლანა ღოღობერიძის დოკუმენტური ფილმის "დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი" ჩვენებები გაიმართა.
ფილმის ავტორსა და რეჟისორს ლანა ღოღობერიძეს ევროპული პრემიერის შემდეგ ესაუბრა ლევან შუბაშვილი.
2024 წელს ბერლინის ევროპულ კინო ბაზრობაზე საქართველოს ორი სტენდი ექნება ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოს კინოინსტიტუტის.
რისთვის შეიქმნა საქართველოს კინოინსტიტუტი, რა გეგმები აქვს და რას წარადგენს ბერლინში, ჩვენი სტუმარია კინოინსტიტუტის პრეზიდენტი, კინორეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილი.
შინაარსი
00:00 - მისალმება
00:25 - სტუმრის წარდგენა
00:44 - რა არის საქართველოს კინოინსტიტუტი?
03:34 - იქნება თუ არა კინოინსტიტუტი ალტერნატიული დამფინანსებელი?
09:08 - სტენდი ბერლინალეზე
11:39 - საპროტესტო კინო მოძრაობის შესახებ
12:50 - როგორ მოხდა ბერლინალეს სტენდის დაფინანსება?
15:40 - რატომ პასიურობს უფროსი თაობა?
18:22 - ახალი პროექტების შესახებ
20:27 - შეჯამება
რა ტენდენციებია მსოფლიო ანიმაციაში, სად და რა ეტაპზეა ქართული ანიმაცია, სირთულეები და გამოწვევები.
ჩვენი სტუმარია სტუდია "ანიმატორის" @studioanimatory7436 თანადამფუძნებელი, რეჟისორი და ანიმატორი ნათია ნიკოლაშვილი
შინაარსი:
00:00 - ქუდი
00:22 - წარდგენა
01:33 - ანიმაციის თანამედროვე ტენდენციები
04:28 - რა ღირს ანიმაციის წარმოება
06:26 - ანიმაცია როგორც ბიზნესი
10:22 - ანიმაციური პროექტი “სოხუმი”
11:56 - შემოქმედებითი პროექტების კომერციული პოტენციალი
12:32 - სარეკლამო ქართული ანიმაციური რგოლები
14:55 - ანიმაცია კინოში, საბავშვო ანიმაციური პროექტები
18:16 - სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი “იგი”
21:07 - კონკურსების მოლოდინში
22:15 - შეჯამება
2023 წელს მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა ქართულ კინო სფეროში, ტენდენციები რომელიც გასულ წელს გაჩნდა მომავალ წლებზეც იქონიებს გავლენას.
წლის შეჯამება პოდკასტში "დირექცია"
შინაარსი:
00:00 - შესავალი
01:55 - სახელმწიფო და კინო
07:12 - აფხაზეთის თემა კინოში
12:20 - ქართული დოკუმენტური ფილმები
17:31 - ოსკარზე გასაგზავნი ფილმები
20:55- - ონლაინ პლატფორმები
23:12 - სერიალები და კომერცია
27:11 - ოთარ იოსელიანის სამახსოვროდ
29:19 - შეჯამება
ზაფხული კინო სფეროსთვის დაძაბული გამოდგა, კინოცენტრის ხელმძღვანელობის შეცვლამ და რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომელთა დათხოვნამ კინემატოგრაფისტების დიდ ჯგუფში საპროტესტო მოძრაობა გამოიწვია.
ხოლო 2023 აგვისტოდან 500-მდე კინემატოგრაფისტი ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდა და ყველანაირ თანამშრომლობაზე უარი თქვა კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ კინოცენტრთან, ჩვენი სტუმარია ამ მოძრაობის წარმომადგენელი კინორეჟისორი სანდრო კობერიძე.
00:00 შესავალი
03:13 სტუმრის წარდგენა
03:34 სამთვიანი პროტესტის ზოგადი შეფასება
09:12 რა არის ოპტომიზმის საფუძველი?
12:05 რა გულისხმობს ბოიკოტი?
17:09 ბოიკოტი და არა დაუმორჩილებლობა
19:54 როგორ აისახება ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებზე ბოიკოტი?
23:39 ხომ არ აპირებს საპროტესტო მოძრაობა პაუზის აღებას?
26:50 სადამდე გაგრძელდება ბოიკოტი?
27:57 რა მიზნის მიღწევა უნდა სამინისტროს ამ პოლიტიკით?
31:10 არის თუ არა შავი სიები?
32:57 რა არის ძირითადი მესიჯი რითიც მიმართავთ საზოგადოებას?
34:10 რა ინიციატივები დაბადა საპროტესტო მოძრაობა?
35:15 ხომ არ გარდაისახა საპროტესტო მოძრაობა პროფკავშირებში?
37:33 როგორ იმუშავებს პროფკავშირები?
41:02 შეჯამება
რეჟისორ ლუკა ბერაძე დოკუმენტური ფილმის – „ღიმილიანი საქართველო“, რომელიც საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრმა 2019 წელს დააფინანსა, პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმის ავტორები ფესტივალზე კრიტიკულად გამოვიდნენ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებზე.
პრემიერის შესახებ კინოცენტრის გვერდზე არაფერი არ გამოქვეყნებულა, გარდა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთი ინფორმაციისა, სადაც აღნიშნულია, რომ კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს 2 ქართული ფილმია წარდგენილი.
გაურკვევლობისა და უხერხულობის შემდეგ, მოგვიანებით, კინოცენტრმა გამოაქვეყნა ინფორმაციები წარდგენილი ქართული ფილმების შესახებ.
რეჟისორი გვესაუბრება მისი ფილმისა და ზოგადად ქართულ კინოში მიმდინარე მოვლენებზე.
დოკუმენტური ფილმი ქართულ-გერმანული კოპროდუქციაა.
ქართველი მაყურებლისთვის პრემიერა 2023წელს არის დაგეგმილი.
შინაარსი:
00:00 - შესავალი
01:39 - წარდგენა
02:58 - რა მოხდა კარლოვი ვარში?
04:57 - რეაქცია ავტორების მხრიდან კრიტიკულ გამოსვლაზე
06:30 - ჯდება თუ არა ფილმი რაიმე კონიენქტურაში?
08:01 - ზოგადად ფილმის შესახებ
10:42 - როგორ მიიღო უცხოელმა საფესტივალო მაყურებელმა ფილმი?
11:52 - ხომ არ დაუბრუნდება კინო ეზოპეს ენას?
13:32 - რა იყო ფილმის თავდაპირველი ჩანაფიქრი?
15:14 - შესაძლებელია თუ არა ცენზურა დღეს?
19:12 - საბოლოო ჯამში მაინც რა იყო პოსტში არ ხსენების მიზეზი?
19:44 - ხომ არ გაუკეთეს ფილმს უნებლიე რეკლამა?
21:09 - ხომ არ იყო ეს გაფრთხილება სხვებისთვისაც?
22:13 - როდის შეიძლება ქართველმა მაყურებელმა ნახოს ფილმი?
23:12 - როგორ განვითარდება მოვლენები კინოცენტრის გარშემო?
23:58 - შეჯამება
თანამშრომელთა “ამბოხი”
სტუმრები კინოცენტრის თანამშრომლები ნინო კუხალაშვილი, ლევან აბდუშელიშვილი და კოტე ჩლაიძე
კინოცენტრში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას რომ მივყვეთ, ყველაფერი წელიწადნახევრის წინ დაიწყო, როდესაც კულტურის მინისტრმა კინოცენტრის დირექტორად თავის პირველი მოადგილე დანიშნა, რომელიც ერთის მხრივ აკონტროლებდა კონკურსების მიმდინარეობას და მეორეს მხრივ აქტიურად არ მონაწილეობდა სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში, სამწუხაროდ, ის მხოლოდ თანამშრომლების ნაწილსა და კინემატოგრაფისტების მცირე ჯგუფს ხვდებოდა. ამან გამოიწვია დაბნეულობა და გაურკვევლობის განცდა, როგორც თანამშრომლებში, ასევე დარგის აქტიურ მონაწილეებში.
ერთ-ერთი კონკურსის კომისიის გამოცვლამ და არაპროფილური კონკურსის ჩატარებამ კიდევ უფრო გაამძაფრა სიტუაცია.
ნაწილი თანამშრომელების მიერ უკმაყოფილების გამოხატვამ, რეორგანიზაციის პროცესი გამოიწვია კინოცენტრში და მოვლენები დააჩქარა, ბევრისთვის წუხილი და საშიშროება იმისა, რომ კინოცენტრს დამოუკიდებლობა დაეკარგა უფრო მძაფრი გახდა. გაჩნდა ორი ძირითადი მოთხოვნა 1. შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი და 2. კინოცენტრის დირექტორი შეირჩეს დემოკრატიული და გამჭირვალე კონკურსის საფუძველზე.
დღევანდელი მოცემულობით კულტურის მინისტრი შევხვდა კინემატოგრაფისტების ერთ ჯგუფს, მაგრამ არ შეხვედრია არც "მეამბოხე" თანამშრომლებს და არც მათ მხარდამჭერ კინემატოგრაფისტებს, ამასთან გრძელდება სამინისტროსთან პროტესტი ორი მოთხოვნებით.
დღეს ჩვენი სტუმრები არიან კინოცენტრის "მეამბოხე" თანამშრომლები: დირექტორის ყოფილი მოადგილე ნინო კუხალაშვილი, ლევან აბდუშელიშვილი და ჩვენი პოდკასტის თანაწამყვანი კოტე ჩლაიძე.
00:00 - მისალმება
01:40 - ელოდებოდით თუ არა მოვლენების ასეთ განვითარებას?
09:32 - რა ვითარება იყო კინოცენტრში და რა ფუნციები დაკარგა ორგანიზაციამ?
13:32 - პროტესტი ხომ არ გამოხატავს მხოლოდ ერთი ჯგუფის ინტერესებს?
16:39 - რა შედეგები მოჰყვა მინისტრთან შეხვედრას?
18:59 - რატომ არ მიმართავთ ფართო საზოგადოებას?
21:59 - ვინ უნდა მართავდეს კინოცენტრს?
22:59 - რა მოთხოვნები აქვთ პროტესტანტებს და რა პროცედურული საკითხები დგას მათ წინაშე
28:39 - როგორ შეიძლება განვიტარდეს მოვლენები?
32:36 - რა შედეგები მოიტანა პროტესტმა?
33:59 - შეჯამება