About Us

დირექცია/Film Office

Friday, June 24, 2022

ქართული სერიალების წარმოება და კომერცია. ჩვენი სტუმარია პროდიუსერი ირაკლი კაკაბაძე. პოდკასტი "დირექცია" სეზონი 1 ეპიზოდი 9

 2022წლის 18 აპრილიდან  1-ლ არხზე, კვირაში 4 ჯერ გადის სერიალი "სიყვარულის მიღმა"

ჩვენი სტუმარია სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი ირაკლი კაკაბაძე

თემები:

1. ძველი გამოცდილებიდან აქამდე: სიტკომიდან სერიალამდე
2. ტექნიკურად რამდენად ადვილია/ ძნელია
3. აუდიტორიის მიზნობრიობა - მარკეტინგი - რეიტინგები
4. სერიალების სოციალური დანიშნულება
6. Youtube vs TV
7. კონკურენტები
8. რიმეიკი, ფრანშიზა თუ საკუთარი კონტენტი
9.  კინო გამოცდილება
10. დანახარჯები
11. სარეკლამო ინტეგრაცია
12. გაფართოება. მომავალი გეგმები
სერიალის ლოგლაინი:
ტყუილი, ღალატი, შეცდომები, რომლებიც ხშირად დიდი სიყვარულის მიუხედავად უპატიებელია. საკუთარი თავის ძიება, საბედისწერო დილემები, სიმართლის თქმა - ეს ის გამოწვევებია, რომელიც სერიალის გმირებს მუდმივად აქვთ.

ურთიერთობები, რომლებიც იდეალურობის ფასადის მიღმა ინგრევა. ისტორია ორი ოჯახის და მათ გარშემო არსებული ხალხის შესახებ ვითარდება.



Saturday, June 18, 2022

ორი კომისია - ერთი გამარჯვებული. ჩვენი სტუმარია მწერალი და რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი. პოდკასტი დირექცია სეზონი 1 ეპიზოდი7

ეროვნული კინოცენტრის მიერ პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2022-2023 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის ჟიური კინოცენტრის დირექტორმა გაგა ჩხეიძემ 2022წლის 14 თებერვალს დაამტკიცა, კომისიას გადაეცა კონკურსში მონაწილე 15 პროექტი და თავის რიგებიდან თავმჯდომარეც აირჩია. განისაზღვა სამუშაო გრაფიკიც და ვადებიც. 2022წლის მარტში გაგა ჩხეიძე კულტურის მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა. მარტის ბოლოს კინოცენტრის ახალმა დირექტორმა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კარლო (კახა) სიხარულიძემ ამ კონკურსისთვის ჟიურის ახალი შემადგენლობა შეარჩია. გასაუბრებები კონკურსანტებთან და პროექტების შეფასებები ახალმა ჟიურიმ განახორციელა, ძველ კომისიის წევრებს კი ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტეს, რაც მხოლოდ 15 აპრილს აცნობეს. კომისიის წევრები სასამართლოს აპირებენ მიმართონ, მათთვის ხელშეკრულების შეწყვეტის გამო. ჩვენი სტუმარია “დაწუნებული” კომისიის თავმჯდომარე ბესო სოლომანაშვილი.

რა არის და რას სთავაზობს კავეა პლუსი მაყურებელს და პროდიუსერებს? პოდკასტი "დირექცია" სეზონი1, ეპიზოდი 6

სტუმარი: სალომე კუპრაშვილი - კავეა პლუსის პროექტის მენეჯერი პოდკასტი ქართულ კინოსა და კინოწარმოებაზე ადრე, ახლა და მომავალში. თავისუფალი პლატფორმა თანამედროვე მედია კონტენტის შემქმნელებისთვის. Podcast About Film&Media Production in Georgia (Country). წამყვანები: კოტე ჩლაიძე, გოჩა ჟორჟოლიანი.