About Us
დირექცია/Film Office
Saturday, June 18, 2022
ორი კომისია - ერთი გამარჯვებული. ჩვენი სტუმარია მწერალი და რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი. პოდკასტი დირექცია სეზონი 1 ეპიზოდი7
ეროვნული კინოცენტრის მიერ პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2022-2023 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის ჟიური კინოცენტრის დირექტორმა გაგა ჩხეიძემ 2022წლის 14 თებერვალს დაამტკიცა, კომისიას გადაეცა კონკურსში მონაწილე 15 პროექტი და თავის რიგებიდან თავმჯდომარეც აირჩია. განისაზღვა სამუშაო გრაფიკიც და ვადებიც.
2022წლის მარტში გაგა ჩხეიძე კულტურის მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მარტის ბოლოს კინოცენტრის ახალმა დირექტორმა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კარლო (კახა) სიხარულიძემ ამ კონკურსისთვის ჟიურის ახალი შემადგენლობა შეარჩია. გასაუბრებები კონკურსანტებთან და პროექტების შეფასებები ახალმა ჟიურიმ განახორციელა, ძველ კომისიის წევრებს კი ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტეს, რაც მხოლოდ 15 აპრილს აცნობეს.
კომისიის წევრები სასამართლოს აპირებენ მიმართონ, მათთვის ხელშეკრულების შეწყვეტის გამო.
ჩვენი სტუმარია “დაწუნებული” კომისიის თავმჯდომარე ბესო სოლომანაშვილი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment