About Us

დირექცია/Film Office

Monday, July 18, 2022

როგორ მუშაობს კინოფონდი ევრიმაჟი?



ჩვენი სტუმარია კინორეჟისორი ნინო კირთაძე

„ევრიმაჟი“ ევროსაბჭოს კინო პროგრამაა, რომელიც ევროპული ქვეყნების კინოინდუსტრიების თანამშრომლობას უწყობს ხელს. 

ფონდი აფინანსებს ერთობლივ წარმოებას ორ, ან რამდენიმე ევროპულ ქვეყანას შორის. წარმოების გარდა „ევრიმაჟი“ ხელს უწყობს ევროპული კინოს დისტრიბუციასა და კინოთეატრების განვითარებას. 

საქართველო „ევრიმაჟის“ წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა. 

2011 -21 წწ ევრიმაჟის საწევრო გადასახადის სახით გადახდილია  

1 222 846, 29 ევრო. 

2011-21წწ დაფინანსდა 19 ქართულ-უცხოური კოპროდუქცია, ჯამურად  

3 643 494 ევროთი. 

2019 წლიდან, „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენელია რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნინო კირთაძე.  

ევრიმაჟი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური წყარო ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის, იმისათვის რომ  ფილმის გადაღებების დასასრულებლად დამატებითი თანხები მოიპოვონ. 

ამასთანავე, აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს ერთ-ერთ პრესტიჟულ ფონდს, რომელიც გზას უხსნის ქართველ პროდიუსერებს და რეჟისორებს მოიპოვონ წარმატება საერთაშორისო ბაზარზე.

ფონდის მიერ დაფინანსებულია 19 პროექტი.


პოდკასტი ქართულ კინოსა და კინოწარმოებაზე ადრე, ახლა და მომავალში. თავისუფალი პლატფორმა თანამედროვე მედია კონტენტის შექმნელებისთვის. Podcast About Film&Media Production in Georgia (Country). წამყვანები: კოტე ჩლაიძე, გოჩა ჟორჟოლიანი.

https://anchor.fm/filmoffice

https://www.facebook/geofilmoffice

https://www.instagram.com/geofilmoffice/

https://twitter.com/GeoFilmOffice

https://t.me/geofilmoffice


Apple Podcasts -  https://apple.co/3Ls0JWt

Google Podcasts -  https://bit.ly/3rNXEIm

Spotify -  https://spoti.fi/3k7r3Jb

No comments:

Post a Comment