ფილმი "დიდი შესვენების "გზა
ამერიკის კინოაკადემიის “ოსკარის“ 2023 წლის ნომინაციაზე საქართველოდან წარსადგენი ფილმის შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა დავით ფირცხალავას სრულემეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა "დიდი შესვენება". ასევე, ფილმი ტორონტოს ფესტივალის ძირითად კონკურში მოხვდა.
თემები
1. ფილმის შექმნის გზა
2. ფილმი ფესტივალებზე - პრესა და გამოხმაურება
3. ოსკარის სტრატეგია - ჟურნალისტები, გაქირავება, აკადემიის წევრები
4. გაქირავების სტრატეგია საქართველოში - გზა მაყურებლამდე
სრულემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "დიდი შესვენება" გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და დავით ფირცხალავას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.
ამერიკის კინოაკადემიის “ოსკარის“ 2023 წლის ნომინაციის კონკურსში 6 ქართული ფილმი მონაწილეობდა:
1. “ატონალური გაბრწყინება” - რეჟისორი ალექსანდრე ქორიძე;
2. “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში” - რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი;
3. “დიდი შესვენება” - რეჟისორი დათა ფირცხალავა;
4. „მოთვინიერება“ - რეჟისორი სალომე ჯაში;
5. „ოთარის სიკვდილი“ - რეჟისორი იოსებ ბლიაძე;
6. “ტყვია“ - რეჟისორი ხათუნა ვაშაძე.
No comments:
Post a Comment