About Us

დირექცია/Film Office

Monday, April 10, 2023

კინოთეატრების ბედი მე-20 საუკუნის საქართველოში - სტუმრად დირექციაში ლევან გელაშვილი ს02 ეპ27

 


კინოს მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი ლევან გელაშვილი მოგვითხრობს მის მიერ გამოცემულ ახალი წიგნის "საქართველოს კინოთეატრები. 1920-1990წწ ქრონიკები" შესახებ 00:00 - შესავალი 00:46 - რა იყო წიგნის "საქართველოს კინოთეატრები. 20-90 წლების ქრონიკები" შექმნის მიზანი? 04:04 - რა პერიოდებს მოიცავს წიგნი? 06:17 - რა იყო კინოთეატრების რეპერტუარი? 09:50 - ტაპიორების მუშაობის შესახებ 10:49 - კინოთეატრების მუშაობა დამოუკიდებელი რესპუბლიკის დროს 11:12 - საბჭოთა იდეოლოგია და კინოთეატრები 11:51 - კინოთეატრი, როგორც ახალი საბჭოთა ეკლესია 12:37 - გასული საუკუნის 20-იანი წლების კინოს სარიტუალო გააზრება 13:58 - იყო თუ არა კინოთეატრების აუდიტორია სეგმენტირებული და როგორი იყო ბილეთების ფასწარმოქმნა? 17:14 - კინოთეატრების საქველმოქმედო საქმიანობა საბჭოთა პერიოდში 17:59 - თბილისის კინოთეატრები მე-20 საუკუნის 30-90-იან წლებში 18:32 - პირველი კინომექანიკოსების სწავლისა და გადამზადების შესახებ 18:52 - როგორ ხდებოდა ფილმების მიწოდება კინოთეატრებისთვის 20:45 - რა ტიპიური პროექტები მუშაობდა კინოთეატრების საქმიანობაში 21:31 - კინოთეატრების განლაგების საბჭოთა სტანდარტების შესახებ 22:36 - კინოთეატრების რაოდენობის ზრდა თბილისში და რეგიონებში 23:30 - პირველი სტერეო კინოთეატრის მშენებლობა საბჭოთა კავშირში 24:26 - რამდენი კინოთეატრი იყო საქართველოში? 26:08 - კინოთეატრების ეპოქის დასასრული 27:23 - რამდენი მაყურებელი დადიოდა კინოთეატრში? 28:14 - კინოთეატრი აღარ არის თავშეყრის ეპიცენტრი 28:31 - კინოთეატრ "რუსთაველისა" და "აპოლოს" ბედის შესახებ 30:06 - შეჯამება წიგნში წარმოდგენილია პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიები და ცნობები კინოთეატრების შესახებ, რომლებიც 1920-1990 წლებში ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა. აღსანიშნავია, რომ კრებულში შესულია როგორც ქართულენოვანი, ასევე რუსულენოვანი ჟურნალ-გაზეთების („Вечерний Тбилиси“, „Молодой сталинец“, „Молодежь Грузии“, „Советская Абхазия“, „Заря Востока“, „архитектура СССР“) მასალები. ეს არის პირველი ცდა კინოთეატრების შესახებ ჟურნალებსა და გაზეთებში გაბნეული მრავალფეროვანი ცნობების ერთ წიგნად გამოცემისა, რომელიც კინოთეატრების ისტორიის მიმოხილვით-პანორამულ სურათს ქმნის. წიგნში ასევე წარმოდგენილია დადგენილებები, საარქივო ცნობები და სახელმწიფო არქივში დაცული საქართველოს კინოთეატრების ფოტოები, რომლებიც პირველად ქვეყნდება. გარდა ამისა, კრებულში შესულია კინოთეატრების თემაზე იუმორი, ფელეტონები და ლექსები.

No comments:

Post a Comment