About Us

დირექცია/Film Office

Sunday, May 28, 2023

უნდა დააფინანსოს თუ არა სახელმწიფომ სერიალები? სტუმარი კინოდოკუმენტალისტი მარიამ ჭაჭია. სე2 ეპ30

 


კინოცენტრის მიერ სერიალების კონკურსის გამოცხადებასა და დაფინასებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, ბიუჯეტის სიმცირისა და შეზღუდული ვადების გარდა, კინოპროფესინალებს კითხვა გაუჩნდათ, რომელიც ალბათ ყველა მოქალაქეს ეხება: უნდა დააფინანსოს თუ არა სახელმწიფომ სერიალები? დირექციაში ჩვენი სტუმარია კინოდოკუმენტალისტი მარიამ ჭაჭია. მარიამ ჭაჭია დოკუმენტალისტთა ასოციაციის "დოკა" ერთ-ერთი დამფუძნებელია. ასოციაციამ საჯარო წერილი გაავრცელა, სადაც რამდენიმე მოსაზრება და გულისტკივილი გამოთქვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. შემოქმედებით ევროპის პროგრამის შესაძლო დახურვასთან და პარლამენტში გაგზავნილ წერილთან დაკავშირებითაც გვესაუბრა მარიამი. ასევე მარიამ ჭაჭიამ ნიკ ვოიგთან ერთად დაასრულა დოკუმენტური ფილმი "ჯადოსნური მთა" და ფილმის წარმოებისა და საფესტივალო ცხოვრებაზე ვკითხეთ.

00:00 - შესავალი 01:03 - დოკუმენტალისტების წერილის შესახებ 04:17 - რა იყო კონკურსის ჩატარების დროს მთვარი დარღვევა? 05:53 - კიდევ რა პროცედურები დაირღვა? 07:23 - ზოგადად რამდენად ობიექტურად ტარდება კონკურსები? 07:55 - უნდა დაავალოს თუ არა სამინისტრომ კინოცენტრს კონკურსის ჩატარება? 08:13 - გაეზრდება თუ არა კინოცენტრს ბიუჯეტი? 10:15 - შეიძლება თუ არა თანხის სიმცირის გამო სხვა კონკურსები აღარ ჩატარდეს? 12:22 - პროცედურებისა და რეგულაციების გაურკვევლობა ხშირად დამატებით წუხილის იწვევს 13:54 - კონკურსის ვადების სიმცირის შესახებ 15:06 - კონკურსის თემების შესახებ 17:25 - სწორია თუ არა სადისტრიბუციო არხების კინოწარმოებაში ჩართვა? 18:24 - ხომ არ პირებთ დამატებით შეხვედრების გამართვას? 20:16 - კრეატიული ევროპის პროგრამისა და პარლამენტის მიმართ განცხადების შესახებ? 23:34 - დოკუმენტური ფილმის “ჯადოსნური მთა” ტრეილერი 24:05 - ორიოდე სიტყვით ფილმის შესახებ 24:33 - ხომ არ შეიცვალა წარმოების პროცესში ფილმის იდეა? 29:02 - როდის შეძლებს ქართველი მაყურებელი ფილმის ნახვას? 29:14 - ფილმის საფესტივალო ცხოვრების შესახებ 30:37 - შეჯამება

Monday, May 15, 2023

ემუქრება თუ არა ევროპულ პროგრამას დახურვა? სტუმრად დირექციაში კინომცოდნე დიანა მაღლაკელიძე ს02 ეპ29

 


შემოქმედებითი ევროპის პროგრამას - Creative Europe Georgia - დახურვა ემუქრება თუ არ იქნა ცვლილებები შეტანილი კანონში. არა მარტო საქართველოს შემოქმედებითად აქტიურმა ადამიანებმა შეიძლება დაფინანსება დაკარგონ, არამედ შესაძლებელია საქართველოს ევროპული პერსპექტივა კითხვის ქვეშ დადგეს, რადგან ამ ცვლილებების მიღება ასევე 12 პუნქტიანი გეგმის ნაწილია. 2023 წლის 24 თებერვალს კინო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა წერილით მიმართეს პარლამენტს ცვლილებების დაჩქარების შესახებ. წერილს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე https://docs.google.com/document/d/15... Creative Europe Georgia - https://www.facebook.com/creativeeuro... შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკის მედია კოორდინატორი და კინომცოდნე დიანა მაღლაკელიძე საუბრობს შემოქმედებითი ევროპის პროგრამებზე და მისი დაკარვის საშიშროებაზე. 00:00 - შესავალი 00:46 - რა არის კრეატიული ევროპა? 05:08 - როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება და აუცილებელია თუ არა უცხოელი პატრნიორი? 07:07 - რა სახის დაფინანსებას გასცემს ფონდი? 07:32 - რა რაოდენობის საწევროს იხდის ქვეყანა პროგრამაში მონაწილეობისთვის? 09:10 - როგორ ხდება პროექტების დაფინანსება და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები 11:12 - საქართველოს დესკის ძირითადი საქმიანობა 13:34 - რა მედია პროგრამებზე აქვთ წვდომა საქართველოს მოქალაქეებს? 15:57 - რატომ არ აფინანსებს პროგრამა კინო წარმოებას? 17:16 - რა ვალდებულებები უნდა შეასრულოს ქვეყანამ რომ პროგრამაში დარჩეს? 19:41 - რა ეტაპზეა ცვლილებების მიღება კანონში? 21:37 - შესაძლებელია თუ არა ქვეყნისთვის ვალდებულებების შესრულების ვადის გადავადება? 22:29 - რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროგრამის შენარჩუნება ქვეყნისთვის და კინო ინდუსტრიისთვის 23:33 - დაკავშირებულია თუ არა 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან კანონის ცვლილებების მიღება? 25:03 - შეუძლია თუ არა შემეცნებით პოდკასტებს დაფინასების მიღება? 26:12 - შეჯამება