კინოცენტრის მიერ სერიალების კონკურსის გამოცხადებასა და დაფინასებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, ბიუჯეტის სიმცირისა და შეზღუდული ვადების გარდა, კინოპროფესინალებს კითხვა გაუჩნდათ, რომელიც ალბათ ყველა მოქალაქეს ეხება: უნდა დააფინანსოს თუ არა სახელმწიფომ სერიალები? დირექციაში ჩვენი სტუმარია კინოდოკუმენტალისტი მარიამ ჭაჭია. მარიამ ჭაჭია დოკუმენტალისტთა ასოციაციის "დოკა" ერთ-ერთი დამფუძნებელია. ასოციაციამ საჯარო წერილი გაავრცელა, სადაც რამდენიმე მოსაზრება და გულისტკივილი გამოთქვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. შემოქმედებით ევროპის პროგრამის შესაძლო დახურვასთან და პარლამენტში გაგზავნილ წერილთან დაკავშირებითაც გვესაუბრა მარიამი. ასევე მარიამ ჭაჭიამ ნიკ ვოიგთან ერთად დაასრულა დოკუმენტური ფილმი "ჯადოსნური მთა" და ფილმის წარმოებისა და საფესტივალო ცხოვრებაზე ვკითხეთ.
00:00 - შესავალი
01:03 - დოკუმენტალისტების წერილის შესახებ
04:17 - რა იყო კონკურსის ჩატარების დროს მთვარი დარღვევა?
05:53 - კიდევ რა პროცედურები დაირღვა?
07:23 - ზოგადად რამდენად ობიექტურად ტარდება კონკურსები?
07:55 - უნდა დაავალოს თუ არა სამინისტრომ კინოცენტრს კონკურსის ჩატარება?
08:13 - გაეზრდება თუ არა კინოცენტრს ბიუჯეტი?
10:15 - შეიძლება თუ არა თანხის სიმცირის გამო სხვა კონკურსები აღარ ჩატარდეს?
12:22 - პროცედურებისა და რეგულაციების გაურკვევლობა ხშირად დამატებით წუხილის იწვევს
13:54 - კონკურსის ვადების სიმცირის შესახებ
15:06 - კონკურსის თემების შესახებ
17:25 - სწორია თუ არა სადისტრიბუციო არხების კინოწარმოებაში ჩართვა?
18:24 - ხომ არ პირებთ დამატებით შეხვედრების გამართვას?
20:16 - კრეატიული ევროპის პროგრამისა და პარლამენტის მიმართ განცხადების შესახებ?
23:34 - დოკუმენტური ფილმის “ჯადოსნური მთა” ტრეილერი
24:05 - ორიოდე სიტყვით ფილმის შესახებ
24:33 - ხომ არ შეიცვალა წარმოების პროცესში ფილმის იდეა?
29:02 - როდის შეძლებს ქართველი მაყურებელი ფილმის ნახვას?
29:14 - ფილმის საფესტივალო ცხოვრების შესახებ
30:37 - შეჯამება
No comments:
Post a Comment