Sunday, November 20, 2022

როგორ უნდა განვითარდეს შემოქმედებითი კინოინდუსტრია? სტუმარი ელენე მარგველაშვილი დირექცია ს02 ეპ19


 ჩვენი სტუმარია კინოკომპანია "პარაშუტ ფილმსის" პროდიუსერი ელენე მარგველაშვილი

თემები: 1. ასოციაცები და გაერთიანებები კინო დარგში 2. კვლევების მნიშვნელობა და მათი არარსებობა კინო ინდუსტრიაში 3. რა სამომავლო გეგმები აქვს "ქსელის" გაერთიანებას და რეგიონებში კინოჩვენებების პერსპექტივები 4. მიმდინარე და სამომავლო კინოპროექტები პოდკასტი ქართულ კინოსა და კინოწარმოებაზე ადრე, ახლა და მომავალში. თავისუფალი პლატფორმა თანამედროვე მედია კონტენტის შექმნელებისთვის. Podcast About Film&Media Production in Georgia (Country). წამყვანები: კოტე ჩლაიძე, გოჩა ჟორჟოლიანი. https://anchor.fm/filmoffice https://www.facebook/geofilmoffice https://www.instagram.com/geofilmoffice/ https://twitter.com/GeoFilmOffice https://t.me/direqcia Apple Podcasts - https://apple.co/3Ls0JWt Google Podcasts - https://bit.ly/3rNXEIm Spotify - https://spoti.fi/3k7r3Jb

Sunday, November 6, 2022

ქართული ფილმების პანორამა მონპელიეს კინოფესტივალზე. სტუმარი ლევან ლომჯარია. დირექცია ს2 ეპ18

 


ჩვენი სტუმარია ლევან ლომჯარია - კინოცენტრის კინოექპორტის დეპარტამენტის უფროსი თემები: 1. ქართული ფილმების რეტროსპექტივა მონპელიეს კინოფესტივალზე 2. ვინ არჩევს და როგორ ფილმებს პანორამისთვის 3. არსებობს თუ არა გეგმა ან პროგრამა ამ პროექტის და როგორ ზომავდთ შედეგებს? 4. ქართული კინოს არაევროპული ბიუჯეტები 5. შემოსავლები უცხოური გაქირავებიდან შესახებ ინფორმაცია? 6. სამომავლო გეგმები ქართული კინოს ექსპორტის გაზრდისთვის.


პოდკასტი ქართულ კინოსა და კინოწარმოებაზე ადრე, ახლა და მომავალში. თავისუფალი პლატფორმა თანამედროვე მედია კონტენტის შექმნელებისთვის. Podcast About Film&Media Production in Georgia (Country). წამყვანები: კოტე ჩლაიძე, გოჩა ჟორჟოლიანი. https://anchor.fm/filmoffice https://www.facebook/geofilmoffice https://www.instagram.com/geofilmoffice/ https://twitter.com/GeoFilmOffice https://t.me/direqcia Apple Podcasts - https://apple.co/3Ls0JWt Google Podcasts - https://bit.ly/3rNXEIm Spotify - https://spoti.fi/3k7r3Jb

Monday, October 24, 2022

ახალი თაობის ახალი ქართული კინო. სტუმარი რეჟისორი სოსო ბლიაძე. პოდკასტი დირექცია სეზონი 2 ეპიზოდი 17

 


თემები

1. თაობათა ცვლა 2. პანდემიის დროს გადაღებული ფილმი "ჩემი ოთახი" კარლოვი ვარის კინოფესტივალზე 3. კინო სახელმწიფო დაფინანსების გარეშე 4. კინოცენტრის პოლიტიკა და დავა კონკურსის გამო 5. ოსკარზე გასაგზავნი ფილმების კონკურსი, "ოთარის სიკვდილი" 6. ქართული კინო მაყურებლის ძიებაში 7. ონლაინ პლატფორმები და ონლაინ პრემიერების გამოცდილება სტუმარი სოსო ბლიაძე - სცენარისტი და რეჟისორი ფილმოგრაფია ანტრაქტი (2011) - სცენარისტი, რეჟისორი, მონტაჟი ყველაზე ძვირფასი (2012) - სცენარისტი, რეჟისორი, მონტაჟი სამი საფეხური (2017) - სცენარისტი, რეჟისორი მეზობლები (2017) - სცენარისტი ტრადიცია (2019) - სცენარისტი, რეჟისორი ოთარის სიკვდილი (2021) - სცენარისტი, რეჟისორი ჩემი ოთახი (2022) - სცენარისტი, რეჟისორი, მსახიობი, მონტაჟი

Saturday, October 8, 2022

დიდი შესვენება - გზა ოსკარამდე. რეჟისორი დათა ფირცხალავა და პროდიუსერი თედო დოლიძე დირექციაში ს2 ე16

 


სტუმრები ფილმის სცენარისტი და რეჟისორი დათა ფირცხალავა და პროდიუსერი თედო დოლიძე

ფილმი "დიდი შესვენების "გზა ამერიკის კინოაკადემიის “ოსკარის“ 2023 წლის ნომინაციაზე საქართველოდან წარსადგენი ფილმის შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა დავით ფირცხალავას სრულემეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა "დიდი შესვენება". ასევე, ფილმი ტორონტოს ფესტივალის ძირითად კონკურში მოხვდა. თემები 1. ფილმის შექმნის გზა 2. ფილმი ფესტივალებზე - პრესა და გამოხმაურება 3. ოსკარის სტრატეგია - ჟურნალისტები, გაქირავება, აკადემიის წევრები 4. გაქირავების სტრატეგია საქართველოში - გზა მაყურებლამდე სრულემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "დიდი შესვენება" გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და დავით ფირცხალავას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. ამერიკის კინოაკადემიის “ოსკარის“ 2023 წლის ნომინაციის კონკურსში 6 ქართული ფილმი მონაწილეობდა: 1. “ატონალური გაბრწყინება” - რეჟისორი ალექსანდრე ქორიძე; 2. “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში” - რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი; 3. “დიდი შესვენება” - რეჟისორი დათა ფირცხალავა; 4. „მოთვინიერება“ - რეჟისორი სალომე ჯაში; 5. „ოთარის სიკვდილი“ - რეჟისორი იოსებ ბლიაძე; 6. “ტყვია“ - რეჟისორი ხათუნა ვაშაძე.

Tuesday, October 4, 2022

ახალგაზრდა ფესტივალის ძველი გამოწვევები. ჩვენი სტუმარია ლევან აბდუშელიშვილი. პოდკასტი "დირექცია" ქუთაისში

 


პოდკასტი "დირექცია" რიგით მეორე ქუთაისის მოკლე ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე. 1. რითი იყო გამორჩეული წლევანდელი ფესტივალი? ფესტივალის საკონკურსო და არასაკონკურსო პროგრამა. განსხვავება ფესტივალის წინა წლის გამოშვებასთან შედარებით. 2. ადგილობრივი მაყურებლის ჩართულობა ფესტივალზე. რამდენად არის მნიშვნელოვანი ფესტივალი ქალაქისთვის. რა ხერხებით ხდება მაყურებლის დაინტერესება ფესტივალით. 3. მოკლემეტრაჟიანი სცენარის განვითარების ვორქშოპის მნიშვნელობა ავტორებისთვის. 4. მოკლემეტრაჟიანი კინოს სპეციფიკა. რამდენად ყავს მაყურებელი და რამდენად გააჩნია თვითმყოფადობა მოკლემეტრაჟიან კინოს. მოკლემეტრაჟიანი ფილმების შექმნის სირთულე. 5. ფესტივალის დაფინანსების წყარო და განვითარების სამომავლო გეგმები. სტუმარი: კინომცოდნე, ფესტივალის გუნდის წევრი ლევან აბდუშელიშვილი. ესაუბრება ლევან შუბაშვილი

Friday, September 30, 2022

ორი ფესტივალი ერთ ჭერქვეშ - ქ. ბათუმში. ლევან შუბაშვილი ესაუბრება CinéDOC-Tbilisi დოკუმენტური ფილმების ფესტივალის დირექტორს არჩილ ხეთაგურს.

 


CinéDOC-Tbilisi არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანი დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა. 

CinéDOC-Tbilisi არის პირველი კინოფესტივალი საქართველოში, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირის პროექტი „კრეატიული ევროპა“ (Creative Europe).

CinéDOC-Tbilisi ჰიბრიდულ კინოფესტივალად გარდაიქმნა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ცდილობს, რომ შემოქმედებითი დოკუმენტური ნამუშევრები, ხელმისაწვდომი იყოს როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურად, კინოდარბაზებში, ტელევიზიასა თუ სკოლებში. 

ფესტივალი წელს ქალაქ ბათუმში ტარდება ბათუმის საავტორო კინოფესტივალთან ერთად.  სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი ფესტივალის პრობლემებზე გვესაუბრება ფესტივალის დირექტორი არჩილ ხეთაგური 


Sunday, September 25, 2022

ნახევრადდაფინასებული ქუთაისის მოკლე ფილმების კინოფესტივალი. სტუმარი ნინო მხეიძე ს2 ეპ15

 


ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი, რომელიც მეორეჯერ ტარდება ადგილობრივმა მთავრობამ დააფინანსა, მაყურებლისა და ფინანსების ძიებაში, ჩვენი სტუმარია გენერალური დირექტორი ნინო მხეიძე. 

თემები: 

1. ფესტივალის კონცეფცია 

2. ორგანიზაციული და ფინანსური გამოწვევები 

3. ფესტივალის მიზნობრივი აუდიტორია 

4. სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობა 

5. მოხალისეებისა და კრაუდფანდინგის სტრატეგია 

6. ფესტივალის განვითარების სტრატეგია