Sunday, January 28, 2024

თანამედროვე ქართული ანიმაციის ტენდენციები - ანიმატორი ნათია ნიკოლაშვილი სტუმრად "დირექციაში" ს4 ე36

 



რა ტენდენციებია მსოფლიო ანიმაციაში, სად და რა ეტაპზეა ქართული ანიმაცია, სირთულეები და გამოწვევები. ჩვენი სტუმარია სტუდია "ანიმატორის" @studioanimatory7436 თანადამფუძნებელი, რეჟისორი და ანიმატორი ნათია ნიკოლაშვილი შინაარსი: 00:00 - ქუდი 00:22 - წარდგენა 01:33 - ანიმაციის თანამედროვე ტენდენციები 04:28 - რა ღირს ანიმაციის წარმოება 06:26 - ანიმაცია როგორც ბიზნესი 10:22 - ანიმაციური პროექტი “სოხუმი” 11:56 - შემოქმედებითი პროექტების კომერციული პოტენციალი 12:32 - სარეკლამო ქართული ანიმაციური რგოლები 14:55 - ანიმაცია კინოში, საბავშვო ანიმაციური პროექტები 18:16 - სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი “იგი” 21:07 - კონკურსების მოლოდინში 22:15 - შეჯამება

Sunday, January 14, 2024

შეჯამება - ქართული კინოს 2023 წლის ტენდენციები. პოდკასტი დირექცია სეზ 3 ეპიზ 35

 


2023 წელს მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა ქართულ კინო სფეროში, ტენდენციები რომელიც გასულ წელს გაჩნდა მომავალ წლებზეც იქონიებს გავლენას. წლის შეჯამება პოდკასტში "დირექცია" შინაარსი: 00:00 - შესავალი 01:55 - სახელმწიფო და კინო 07:12 - აფხაზეთის თემა კინოში 12:20 - ქართული დოკუმენტური ფილმები 17:31 - ოსკარზე გასაგზავნი ფილმები 20:55- - ონლაინ პლატფორმები 23:12 - სერიალები და კომერცია 27:11 - ოთარ იოსელიანის სამახსოვროდ 29:19 - შეჯამება

Sunday, September 17, 2023

ცხელი ზაფხულის სამი თვე - კინორეჟისორ სანდრო კობერიძის ბოიკოტი. პოდკასტი "დირექცია" სეზონი 3 ეპ 34

 


ზაფხული კინო სფეროსთვის დაძაბული გამოდგა, კინოცენტრის ხელმძღვანელობის შეცვლამ და რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომელთა დათხოვნამ კინემატოგრაფისტების დიდ ჯგუფში საპროტესტო მოძრაობა გამოიწვია. ხოლო 2023 აგვისტოდან 500-მდე კინემატოგრაფისტი ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდა და ყველანაირ თანამშრომლობაზე უარი თქვა კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ კინოცენტრთან, ჩვენი სტუმარია ამ მოძრაობის წარმომადგენელი კინორეჟისორი სანდრო კობერიძე. 00:00 შესავალი 03:13 სტუმრის წარდგენა 03:34 სამთვიანი პროტესტის ზოგადი შეფასება 09:12 რა არის ოპტომიზმის საფუძველი? 12:05 რა გულისხმობს ბოიკოტი? 17:09 ბოიკოტი და არა დაუმორჩილებლობა 19:54 როგორ აისახება ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებზე ბოიკოტი? 23:39 ხომ არ აპირებს საპროტესტო მოძრაობა პაუზის აღებას? 26:50 სადამდე გაგრძელდება ბოიკოტი? 27:57 რა მიზნის მიღწევა უნდა სამინისტროს ამ პოლიტიკით? 31:10 არის თუ არა შავი სიები? 32:57 რა არის ძირითადი მესიჯი რითიც მიმართავთ საზოგადოებას? 34:10 რა ინიციატივები დაბადა საპროტესტო მოძრაობა? 35:15 ხომ არ გარდაისახა საპროტესტო მოძრაობა პროფკავშირებში? 37:33 როგორ იმუშავებს პროფკავშირები? 41:02 შეჯამება

Sunday, July 16, 2023

კინორეჟისორ ლუკა ბერაძის ღიმილიანი საქართველო - სტუმრად დირექციაში ს02 ეპ33

 


რეჟისორ ლუკა ბერაძე დოკუმენტური ფილმის – „ღიმილიანი საქართველო“, რომელიც საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრმა 2019 წელს დააფინანსა, პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმის ავტორები ფესტივალზე კრიტიკულად გამოვიდნენ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებზე. პრემიერის შესახებ კინოცენტრის გვერდზე არაფერი არ გამოქვეყნებულა, გარდა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთი ინფორმაციისა, სადაც აღნიშნულია, რომ კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს 2 ქართული ფილმია წარდგენილი. გაურკვევლობისა და უხერხულობის შემდეგ, მოგვიანებით, კინოცენტრმა გამოაქვეყნა ინფორმაციები წარდგენილი ქართული ფილმების შესახებ. რეჟისორი გვესაუბრება მისი ფილმისა და ზოგადად ქართულ კინოში მიმდინარე მოვლენებზე. დოკუმენტური ფილმი ქართულ-გერმანული კოპროდუქციაა. ქართველი მაყურებლისთვის პრემიერა 2023წელს არის დაგეგმილი. შინაარსი: 00:00 - შესავალი 01:39 - წარდგენა 02:58 - რა მოხდა კარლოვი ვარში? 04:57 - რეაქცია ავტორების მხრიდან კრიტიკულ გამოსვლაზე 06:30 - ჯდება თუ არა ფილმი რაიმე კონიენქტურაში? 08:01 - ზოგადად ფილმის შესახებ 10:42 - როგორ მიიღო უცხოელმა საფესტივალო მაყურებელმა ფილმი? 11:52 - ხომ არ დაუბრუნდება კინო ეზოპეს ენას? 13:32 - რა იყო ფილმის თავდაპირველი ჩანაფიქრი? 15:14 - შესაძლებელია თუ არა ცენზურა დღეს? 19:12 - საბოლოო ჯამში მაინც რა იყო პოსტში არ ხსენების მიზეზი? 19:44 - ხომ არ გაუკეთეს ფილმს უნებლიე რეკლამა? 21:09 - ხომ არ იყო ეს გაფრთხილება სხვებისთვისაც? 22:13 - როდის შეიძლება ქართველმა მაყურებელმა ნახოს ფილმი? 23:12 - როგორ განვითარდება მოვლენები კინოცენტრის გარშემო? 23:58 - შეჯამება

Sunday, July 2, 2023

კინოცენტრის "მეამბოხე" თანამშრომლები დირექციაში. სეზონი 2 ეპიზოდი 32

 


თანამშრომელთა “ამბოხი” სტუმრები კინოცენტრის თანამშრომლები ნინო კუხალაშვილი, ლევან აბდუშელიშვილი და კოტე ჩლაიძე კინოცენტრში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას რომ მივყვეთ, ყველაფერი წელიწადნახევრის წინ დაიწყო, როდესაც კულტურის მინისტრმა კინოცენტრის დირექტორად თავის პირველი მოადგილე დანიშნა, რომელიც ერთის მხრივ აკონტროლებდა კონკურსების მიმდინარეობას და მეორეს მხრივ აქტიურად არ მონაწილეობდა სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში, სამწუხაროდ, ის მხოლოდ თანამშრომლების ნაწილსა და კინემატოგრაფისტების მცირე ჯგუფს ხვდებოდა. ამან გამოიწვია დაბნეულობა და გაურკვევლობის განცდა, როგორც თანამშრომლებში, ასევე დარგის აქტიურ მონაწილეებში. ერთ-ერთი კონკურსის კომისიის გამოცვლამ და არაპროფილური კონკურსის ჩატარებამ კიდევ უფრო გაამძაფრა სიტუაცია. ნაწილი თანამშრომელების მიერ უკმაყოფილების გამოხატვამ, რეორგანიზაციის პროცესი გამოიწვია კინოცენტრში და მოვლენები დააჩქარა, ბევრისთვის წუხილი და საშიშროება იმისა, რომ კინოცენტრს დამოუკიდებლობა დაეკარგა უფრო მძაფრი გახდა. გაჩნდა ორი ძირითადი მოთხოვნა 1. შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი და 2. კინოცენტრის დირექტორი შეირჩეს დემოკრატიული და გამჭირვალე კონკურსის საფუძველზე. დღევანდელი მოცემულობით კულტურის მინისტრი შევხვდა კინემატოგრაფისტების ერთ ჯგუფს, მაგრამ არ შეხვედრია არც "მეამბოხე" თანამშრომლებს და არც მათ მხარდამჭერ კინემატოგრაფისტებს, ამასთან გრძელდება სამინისტროსთან პროტესტი ორი მოთხოვნებით. დღეს ჩვენი სტუმრები არიან კინოცენტრის "მეამბოხე" თანამშრომლები: დირექტორის ყოფილი მოადგილე ნინო კუხალაშვილი, ლევან აბდუშელიშვილი და ჩვენი პოდკასტის თანაწამყვანი კოტე ჩლაიძე. 00:00 - მისალმება 01:40 - ელოდებოდით თუ არა მოვლენების ასეთ განვითარებას? 09:32 - რა ვითარება იყო კინოცენტრში და რა ფუნციები დაკარგა ორგანიზაციამ? 13:32 - პროტესტი ხომ არ გამოხატავს მხოლოდ ერთი ჯგუფის ინტერესებს? 16:39 - რა შედეგები მოჰყვა მინისტრთან შეხვედრას? 18:59 - რატომ არ მიმართავთ ფართო საზოგადოებას? 21:59 - ვინ უნდა მართავდეს კინოცენტრს? 22:59 - რა მოთხოვნები აქვთ პროტესტანტებს და რა პროცედურული საკითხები დგას მათ წინაშე 28:39 - როგორ შეიძლება განვიტარდეს მოვლენები? 32:36 - რა შედეგები მოიტანა პროტესტმა? 33:59 - შეჯამება

Sunday, May 28, 2023

უნდა დააფინანსოს თუ არა სახელმწიფომ სერიალები? სტუმარი კინოდოკუმენტალისტი მარიამ ჭაჭია. სე2 ეპ30

 


კინოცენტრის მიერ სერიალების კონკურსის გამოცხადებასა და დაფინასებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, ბიუჯეტის სიმცირისა და შეზღუდული ვადების გარდა, კინოპროფესინალებს კითხვა გაუჩნდათ, რომელიც ალბათ ყველა მოქალაქეს ეხება: უნდა დააფინანსოს თუ არა სახელმწიფომ სერიალები? დირექციაში ჩვენი სტუმარია კინოდოკუმენტალისტი მარიამ ჭაჭია. მარიამ ჭაჭია დოკუმენტალისტთა ასოციაციის "დოკა" ერთ-ერთი დამფუძნებელია. ასოციაციამ საჯარო წერილი გაავრცელა, სადაც რამდენიმე მოსაზრება და გულისტკივილი გამოთქვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. შემოქმედებით ევროპის პროგრამის შესაძლო დახურვასთან და პარლამენტში გაგზავნილ წერილთან დაკავშირებითაც გვესაუბრა მარიამი. ასევე მარიამ ჭაჭიამ ნიკ ვოიგთან ერთად დაასრულა დოკუმენტური ფილმი "ჯადოსნური მთა" და ფილმის წარმოებისა და საფესტივალო ცხოვრებაზე ვკითხეთ.

00:00 - შესავალი 01:03 - დოკუმენტალისტების წერილის შესახებ 04:17 - რა იყო კონკურსის ჩატარების დროს მთვარი დარღვევა? 05:53 - კიდევ რა პროცედურები დაირღვა? 07:23 - ზოგადად რამდენად ობიექტურად ტარდება კონკურსები? 07:55 - უნდა დაავალოს თუ არა სამინისტრომ კინოცენტრს კონკურსის ჩატარება? 08:13 - გაეზრდება თუ არა კინოცენტრს ბიუჯეტი? 10:15 - შეიძლება თუ არა თანხის სიმცირის გამო სხვა კონკურსები აღარ ჩატარდეს? 12:22 - პროცედურებისა და რეგულაციების გაურკვევლობა ხშირად დამატებით წუხილის იწვევს 13:54 - კონკურსის ვადების სიმცირის შესახებ 15:06 - კონკურსის თემების შესახებ 17:25 - სწორია თუ არა სადისტრიბუციო არხების კინოწარმოებაში ჩართვა? 18:24 - ხომ არ პირებთ დამატებით შეხვედრების გამართვას? 20:16 - კრეატიული ევროპის პროგრამისა და პარლამენტის მიმართ განცხადების შესახებ? 23:34 - დოკუმენტური ფილმის “ჯადოსნური მთა” ტრეილერი 24:05 - ორიოდე სიტყვით ფილმის შესახებ 24:33 - ხომ არ შეიცვალა წარმოების პროცესში ფილმის იდეა? 29:02 - როდის შეძლებს ქართველი მაყურებელი ფილმის ნახვას? 29:14 - ფილმის საფესტივალო ცხოვრების შესახებ 30:37 - შეჯამება

Monday, May 15, 2023

ემუქრება თუ არა ევროპულ პროგრამას დახურვა? სტუმრად დირექციაში კინომცოდნე დიანა მაღლაკელიძე ს02 ეპ29

 


შემოქმედებითი ევროპის პროგრამას - Creative Europe Georgia - დახურვა ემუქრება თუ არ იქნა ცვლილებები შეტანილი კანონში. არა მარტო საქართველოს შემოქმედებითად აქტიურმა ადამიანებმა შეიძლება დაფინანსება დაკარგონ, არამედ შესაძლებელია საქართველოს ევროპული პერსპექტივა კითხვის ქვეშ დადგეს, რადგან ამ ცვლილებების მიღება ასევე 12 პუნქტიანი გეგმის ნაწილია. 2023 წლის 24 თებერვალს კინო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა წერილით მიმართეს პარლამენტს ცვლილებების დაჩქარების შესახებ. წერილს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე https://docs.google.com/document/d/15... Creative Europe Georgia - https://www.facebook.com/creativeeuro... შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკის მედია კოორდინატორი და კინომცოდნე დიანა მაღლაკელიძე საუბრობს შემოქმედებითი ევროპის პროგრამებზე და მისი დაკარვის საშიშროებაზე. 00:00 - შესავალი 00:46 - რა არის კრეატიული ევროპა? 05:08 - როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება და აუცილებელია თუ არა უცხოელი პატრნიორი? 07:07 - რა სახის დაფინანსებას გასცემს ფონდი? 07:32 - რა რაოდენობის საწევროს იხდის ქვეყანა პროგრამაში მონაწილეობისთვის? 09:10 - როგორ ხდება პროექტების დაფინანსება და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები 11:12 - საქართველოს დესკის ძირითადი საქმიანობა 13:34 - რა მედია პროგრამებზე აქვთ წვდომა საქართველოს მოქალაქეებს? 15:57 - რატომ არ აფინანსებს პროგრამა კინო წარმოებას? 17:16 - რა ვალდებულებები უნდა შეასრულოს ქვეყანამ რომ პროგრამაში დარჩეს? 19:41 - რა ეტაპზეა ცვლილებების მიღება კანონში? 21:37 - შესაძლებელია თუ არა ქვეყნისთვის ვალდებულებების შესრულების ვადის გადავადება? 22:29 - რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროგრამის შენარჩუნება ქვეყნისთვის და კინო ინდუსტრიისთვის 23:33 - დაკავშირებულია თუ არა 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან კანონის ცვლილებების მიღება? 25:03 - შეუძლია თუ არა შემეცნებით პოდკასტებს დაფინასების მიღება? 26:12 - შეჯამება