About Us

დირექცია/Film Office

Sunday, March 17, 2024

მითები, პროპაგანდა და ისტორიული კინოს ვნება. სტუმარი დიმიტრი სილაქაძე. პოდკასტი "დირექცია" ს4 ე39

 


ისტორიული ფილმები პროპაგანდაა თუ წარსულის გააზრება, მითების მსხვრევა თუ საზოგადოების გაერთიანების მცდელობა? ჩვენი სტუმარია ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე. საზოგადოებას საკუთარი ისტორიისა და წარსულის შემეცნებისა და გააზრების სურვილი ყველა ეპოქაში ჰქონდა, რამდენად პასუხობს ამ მოთხოვნებს დღევანდელი ფილმწარმოება და როგორ ისტორიულ ფილმებს ელოდებიან ისტორიკოსები. შინაარსი: 00:00 - შესავალი 02:37 - უნდა ასახავდეს თუ არა ფილმი ისტორიულ სინამდვილეს? 07:36 - ვინ და როგორ უნდა განისაზღვროს ისტორიული ფილმის წარმოების მიზნები? 10:41 - გიორგი სააკაძე - ფილმი და რეალური ისტორიული პერსონაჟი 14:16 - ჰქონდა თუ არა ძველ ამერიკულ ისტორიულ ფილმებს იდეოლოგიური დატვირთვა? 16:03 - რამდენად მნიშვნელოვანია და საჭირო დღეს ისტორიული ფილმების გადაღება? 17:30 - ჩვენი საზოგადოების ისტორიასთან დამოკიდებულების თავისებურებანი 18:39 - სამი გამოგონილი ისტორიული ამბავი 21:26 - "პირველი მერცხალი", როგორც ისტორიული ფილმი 22:05 - ისტორიული ფილმების გადაღების რამდენიმე პრობლემა 24:51 - განაპირობებს თუ არა ქვეყნის სიძლიერე ისტორიული ფილმების სიმრავლეს? 26:58 - ფილმი დავით აღმაშენებლის შესახებ და გადაღების სირთულეები 32:32 - უარყოფითი ისტორიული პერსონაჟები კინოში 38:01 - სტალინზე შესაძლო სერიალის გადაღების შესახებ 40:10 - რის შესახებ და როგორი უნდა იყოს ახალი ისტორიული ფილმი? 43:09 - შეჯამება

No comments:

Post a Comment