ქართული დოკუმენტური კინო თავის გზებს ეძებს ფართო მაყურებლამდე მისასვლელად. 2023 წლის ნოემბრიდან დოკუმენტური კინო ასოციაცია თბილისში კინოთეატრ "ამირანში" თემატურ კინო ჩვენებებს აწყობს. https://www.doca.ge/filmclub კინო-კლუბის პროექტის ფარგლებში პროგრამის კურატორები დოკუმენტური ფილმების თემატურ რეპერტუარს ადგნენ და აუდიტორიას სთავაზობენ. ჩვენებებზე დასწრებისთვის ბილეთების შეძენაა საჭირო, როგორც წესი დარბაზი ყოველთვის სავსეა. ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია იმართება, რომელსაც კურატორი უძღვება ან მოწვეული სტუმარი. 2024 წლის მარტიდან ივნისამდე მორიგი ჩვენებების სერია იმართება, რომლის პროგრამის კურატორია კინოდოკუმენტალისტი ანა ძიაპშიპა. შინაარსი: 00:00 შესავალი 00:11 თემისა და სტუმრის წარდგენა 01:24 ზოგადად პროექტის შესახებ 02:48 კინოკლუბის ძირითადი ფოკუსი 05:08 რა აუდიტორია დადის ჩვენებებზე? 09:49 დავიწყებული ძველი ქართული დოკუმენტალისტიკა 14:49 დღევანდელი დოკუმენტალისტიკა 15:28 სამეცნიერო-პოპულარული ფილმები 18:38 დოკას საგანათმლებლო პროგრამების შესახებ 19:09 რატომ არ გამოცხადდა კინოცენტრის მიერ დოკუმენტური კინოს კონკურსი? 22:00 დაიწია თუ არა საერთო კულტურულმა დონემ? 00:02 დოკუმენტალისტების ბოიკოტი და უახლოესი გეგმები 01:50 მომავალი ფილმის შესახებ 02:32 სად შეიძლება დოკუმენტური ფილმის "ავტოპორტრეტი ზღვარზე" ნახვა? 03:30 ანონსი 04:21 შეჯამება
No comments:
Post a Comment