Monday, August 1, 2022

ჩვენი სტუმარია "ფილმ ასილუმის" დამფუძნებელი, რეჟისორი და პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე ს1 ეპ12

უნიკალური გამოცდილება კინოდან -რეკლამაში და ისევ კინოში

  რა სპეციფიკური განსხვავებაა რეკლამისა და კინოს წარმოებას შორის?

  მიმდინარე პროექტები - ფილმები & სერიალი

 ორი სიტყვა კინოცენტრის ბოლო კონკურსის შესახებ

  როგორ უნდა მუშაობდეს კინოცენტრი? 

  საით მიდის ქართული ინდუსტრია?

  შესაძლებელია თუ არა გლობალური კონტენტის შექმნა?

ჩვენი სტუმარია "ფილმ ასილუმის" დამფუძნებელი, რეჟისორი და პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე

Monday, July 18, 2022

როგორ მუშაობს კინოფონდი ევრიმაჟი?



ჩვენი სტუმარია კინორეჟისორი ნინო კირთაძე

„ევრიმაჟი“ ევროსაბჭოს კინო პროგრამაა, რომელიც ევროპული ქვეყნების კინოინდუსტრიების თანამშრომლობას უწყობს ხელს. 

ფონდი აფინანსებს ერთობლივ წარმოებას ორ, ან რამდენიმე ევროპულ ქვეყანას შორის. წარმოების გარდა „ევრიმაჟი“ ხელს უწყობს ევროპული კინოს დისტრიბუციასა და კინოთეატრების განვითარებას. 

საქართველო „ევრიმაჟის“ წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა. 

2011 -21 წწ ევრიმაჟის საწევრო გადასახადის სახით გადახდილია  

1 222 846, 29 ევრო. 

2011-21წწ დაფინანსდა 19 ქართულ-უცხოური კოპროდუქცია, ჯამურად  

3 643 494 ევროთი. 

2019 წლიდან, „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენელია რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნინო კირთაძე.  

ევრიმაჟი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური წყარო ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის, იმისათვის რომ  ფილმის გადაღებების დასასრულებლად დამატებითი თანხები მოიპოვონ. 

ამასთანავე, აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს ერთ-ერთ პრესტიჟულ ფონდს, რომელიც გზას უხსნის ქართველ პროდიუსერებს და რეჟისორებს მოიპოვონ წარმატება საერთაშორისო ბაზარზე.

ფონდის მიერ დაფინანსებულია 19 პროექტი.


პოდკასტი ქართულ კინოსა და კინოწარმოებაზე ადრე, ახლა და მომავალში. თავისუფალი პლატფორმა თანამედროვე მედია კონტენტის შექმნელებისთვის. Podcast About Film&Media Production in Georgia (Country). წამყვანები: კოტე ჩლაიძე, გოჩა ჟორჟოლიანი.

https://anchor.fm/filmoffice

https://www.facebook/geofilmoffice

https://www.instagram.com/geofilmoffice/

https://twitter.com/GeoFilmOffice

https://t.me/geofilmoffice


Apple Podcasts -  https://apple.co/3Ls0JWt

Google Podcasts -  https://bit.ly/3rNXEIm

Spotify -  https://spoti.fi/3k7r3Jb

Sunday, July 3, 2022

რა არის ეროვნული კინოპროექტი? ჩვენი სტუმარია რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე. "დირექცია" ს1 ე10


საერთო ეროვნული პროექტების რეალიზაციისა და ვიზუალიზაციის იდეა დიდიხანია საზოგადოების დაკვეთაა, ამას კინოს პროფესიონალებიც ხვდებიან და სხვადასხვა დროის მთავრობებიც, მაგრამ მიუხედავად მცდელობებისა, მეტნაკლებად წარმატებული პროეტები არ ჩანს.

რა იყო და რა იქნება გვესაუბრება რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი ნიკოლოზ ხომასურიძე 1. ქართული მეტანარატივი კინოში? 2. ქართული კინო - შიდა მოხმარება 3. ახალი დამოუკიდებელი კინოპროექტი "ტყვია" 4. პროექტი ექვთიმეს ქრაუდ ფანდინგის გამოცდილება 5. მონეტარიზაცია - ციფრული შესაძლებლობები 6. Qua Vadis? - საით მივდივავართ? 7. დაფინანსების ცუდი პრაქტიკა? სახელმწიფო ფულის მონაწილეობა ეროვნულ პროექტებში პოდკასტი ქართულ კინოსა და კინოწარმოებაზე ადრე, ახლა და მომავალში. თავისუფალი პლატფორმა თანამედროვე მედია კონტენტის შექმნელებისთვის. Podcast About Film&Media Production in Georgia (Country). წამყვანები: კოტე ჩლაიძე, გოჩა ჟორჟოლიანი. https://anchor.fm/filmoffice https://www.facebook/geofilmoffice https://www.instagram.com/geofilmoffice/ https://twitter.com/GeoFilmOffice https://t.me/geofilmoffice Apple Podcasts - https://apple.co/3Ls0JWt Google Podcasts - https://bit.ly/3rNXEIm Spotify - https://spoti.fi/3k7r3Jb

Friday, June 24, 2022

ქართული სერიალების წარმოება და კომერცია. ჩვენი სტუმარია პროდიუსერი ირაკლი კაკაბაძე. პოდკასტი "დირექცია" სეზონი 1 ეპიზოდი 9

 2022წლის 18 აპრილიდან  1-ლ არხზე, კვირაში 4 ჯერ გადის სერიალი "სიყვარულის მიღმა"

ჩვენი სტუმარია სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი ირაკლი კაკაბაძე

თემები:

1. ძველი გამოცდილებიდან აქამდე: სიტკომიდან სერიალამდე
2. ტექნიკურად რამდენად ადვილია/ ძნელია
3. აუდიტორიის მიზნობრიობა - მარკეტინგი - რეიტინგები
4. სერიალების სოციალური დანიშნულება
6. Youtube vs TV
7. კონკურენტები
8. რიმეიკი, ფრანშიზა თუ საკუთარი კონტენტი
9.  კინო გამოცდილება
10. დანახარჯები
11. სარეკლამო ინტეგრაცია
12. გაფართოება. მომავალი გეგმები
სერიალის ლოგლაინი:
ტყუილი, ღალატი, შეცდომები, რომლებიც ხშირად დიდი სიყვარულის მიუხედავად უპატიებელია. საკუთარი თავის ძიება, საბედისწერო დილემები, სიმართლის თქმა - ეს ის გამოწვევებია, რომელიც სერიალის გმირებს მუდმივად აქვთ.

ურთიერთობები, რომლებიც იდეალურობის ფასადის მიღმა ინგრევა. ისტორია ორი ოჯახის და მათ გარშემო არსებული ხალხის შესახებ ვითარდება.



Saturday, June 18, 2022

ორი კომისია - ერთი გამარჯვებული. ჩვენი სტუმარია მწერალი და რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი. პოდკასტი დირექცია სეზონი 1 ეპიზოდი7

ეროვნული კინოცენტრის მიერ პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2022-2023 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის ჟიური კინოცენტრის დირექტორმა გაგა ჩხეიძემ 2022წლის 14 თებერვალს დაამტკიცა, კომისიას გადაეცა კონკურსში მონაწილე 15 პროექტი და თავის რიგებიდან თავმჯდომარეც აირჩია. განისაზღვა სამუშაო გრაფიკიც და ვადებიც. 2022წლის მარტში გაგა ჩხეიძე კულტურის მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა. მარტის ბოლოს კინოცენტრის ახალმა დირექტორმა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კარლო (კახა) სიხარულიძემ ამ კონკურსისთვის ჟიურის ახალი შემადგენლობა შეარჩია. გასაუბრებები კონკურსანტებთან და პროექტების შეფასებები ახალმა ჟიურიმ განახორციელა, ძველ კომისიის წევრებს კი ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტეს, რაც მხოლოდ 15 აპრილს აცნობეს. კომისიის წევრები სასამართლოს აპირებენ მიმართონ, მათთვის ხელშეკრულების შეწყვეტის გამო. ჩვენი სტუმარია “დაწუნებული” კომისიის თავმჯდომარე ბესო სოლომანაშვილი.

რა არის და რას სთავაზობს კავეა პლუსი მაყურებელს და პროდიუსერებს? პოდკასტი "დირექცია" სეზონი1, ეპიზოდი 6

სტუმარი: სალომე კუპრაშვილი - კავეა პლუსის პროექტის მენეჯერი პოდკასტი ქართულ კინოსა და კინოწარმოებაზე ადრე, ახლა და მომავალში. თავისუფალი პლატფორმა თანამედროვე მედია კონტენტის შემქმნელებისთვის. Podcast About Film&Media Production in Georgia (Country). წამყვანები: კოტე ჩლაიძე, გოჩა ჟორჟოლიანი.

Monday, May 9, 2022

რამდენი ადამიანი დადის კინოში საქართველოში? პოდკასტი "დირექცია" სეზონი 1, ეპიზოდი 5

მოსახლეობის რომელი ფენა დადის ყველაზე ხშირად კინოში? რამდენი კინოდარბაზია თბილისში? აპირებს თუ არა კავეა გაფართოებას? რა ჟანრის ფილმებს ანიჭებენ უპირატესობას ქართველი მაყურებელები? 
ჩვენი სტუმრები არიან გვანცა გარმელია - კავეა კინოთეატრების მარკეტინგის დირექტორი და სალომე კუპრაშვილი - კავეა პლუსის პროექტის მენეჯერი