ცარიელი აზრები / Empty Thoughts - სივრცე ფიქრისთვის, ხმაურის გარეშე.
მოკლე, შემეცნებით-ანალიტიკური პოდკასტი მათთვის, ვინც მოვლენებში
სიღრმეს ეძებს. თითოეული ეპიზოდი ერთი თემის ირგვლივ ტრიალებს და დღევანდელობას ისტორიულ ჭრილში განიხილავს. ჩვენი მიზანია, ფაქტებს მიღმა
დავინახოთ ის მარადიული კანონზომიერებები, რომლებიც ეპოქიდან ეპოქამდე მეორდება. აქ თანამედროვე ანალიზი და ისტორიული გამოცდილება ერთმანეთს ხვდება, რათა სამყაროს უფრო ფართო კონტექსტში შევხედოთ — მშვიდად, მკაფიოდ და გააზრებულად.
„ევრიმაჟი“ ევროსაბჭოს კინო პროგრამაა, რომელიც ევროპული ქვეყნების კინოინდუსტრიების თანამშრომლობას უწყობს ხელს.
ფონდი აფინანსებს ერთობლივ წარმოებას ორ, ან რამდენიმე ევროპულ ქვეყანას შორის. წარმოების გარდა „ევრიმაჟი“ ხელს უწყობს ევროპული კინოს დისტრიბუციასა და კინოთეატრების განვითარებას.
საქართველო „ევრიმაჟის“ წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა.
2011 -21 წწ ევრიმაჟის საწევრო გადასახადის სახით გადახდილია
2019 წლიდან, „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენელია რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნინო კირთაძე.
ევრიმაჟი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური წყარო ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის, იმისათვის რომ ფილმის გადაღებების დასასრულებლად დამატებითი თანხები მოიპოვონ.
ამასთანავე, აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს ერთ-ერთ პრესტიჟულ ფონდს, რომელიც გზას უხსნის ქართველ პროდიუსერებს და რეჟისორებს მოიპოვონ წარმატება საერთაშორისო ბაზარზე.
ფონდის მიერ დაფინანსებულია 19 პროექტი.
პოდკასტი ქართულ კინოსა და კინოწარმოებაზე ადრე, ახლა და მომავალში. თავისუფალი პლატფორმა თანამედროვე მედია კონტენტის შექმნელებისთვის. Podcast About Film&Media Production in Georgia (Country). წამყვანები: კოტე ჩლაიძე, გოჩა ჟორჟოლიანი.
საერთო ეროვნული პროექტების რეალიზაციისა და ვიზუალიზაციის იდეა დიდიხანია საზოგადოების დაკვეთაა, ამას კინოს პროფესიონალებიც ხვდებიან და სხვადასხვა დროის მთავრობებიც, მაგრამ მიუხედავად მცდელობებისა, მეტნაკლებად წარმატებული პროეტები არ ჩანს. რა იყო და რა იქნება გვესაუბრება რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი ნიკოლოზ ხომასურიძე
1. ქართული მეტანარატივი კინოში?
2. ქართული კინო - შიდა მოხმარება
3. ახალი დამოუკიდებელი კინოპროექტი "ტყვია"
4. პროექტი ექვთიმეს ქრაუდ ფანდინგის გამოცდილება
5. მონეტარიზაცია - ციფრული შესაძლებლობები
6. Qua Vadis? - საით მივდივავართ?
7. დაფინანსების ცუდი პრაქტიკა? სახელმწიფო ფულის მონაწილეობა ეროვნულ პროექტებში
პოდკასტი ქართულ კინოსა და კინოწარმოებაზე ადრე, ახლა და მომავალში. თავისუფალი პლატფორმა თანამედროვე მედია კონტენტის შექმნელებისთვის. Podcast About Film&Media Production in Georgia (Country). წამყვანები: კოტე ჩლაიძე, გოჩა ჟორჟოლიანი.
https://anchor.fm/filmofficehttps://www.facebook/geofilmofficehttps://www.instagram.com/geofilmoffice/https://twitter.com/GeoFilmOfficehttps://t.me/geofilmoffice
Apple Podcasts - https://apple.co/3Ls0JWt
Google Podcasts - https://bit.ly/3rNXEIm
Spotify - https://spoti.fi/3k7r3Jb
ტყუილი, ღალატი, შეცდომები, რომლებიც ხშირად დიდი სიყვარულის მიუხედავად უპატიებელია. საკუთარი თავის ძიება, საბედისწერო დილემები, სიმართლის თქმა - ეს ის გამოწვევებია, რომელიც სერიალის გმირებს მუდმივად აქვთ.
ურთიერთობები, რომლებიც იდეალურობის ფასადის მიღმა ინგრევა. ისტორია ორი ოჯახის და მათ გარშემო არსებული ხალხის შესახებ ვითარდება.
ეროვნული კინოცენტრის მიერ პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2022-2023 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის ჟიური კინოცენტრის დირექტორმა გაგა ჩხეიძემ 2022წლის 14 თებერვალს დაამტკიცა, კომისიას გადაეცა კონკურსში მონაწილე 15 პროექტი და თავის რიგებიდან თავმჯდომარეც აირჩია. განისაზღვა სამუშაო გრაფიკიც და ვადებიც.
2022წლის მარტში გაგა ჩხეიძე კულტურის მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მარტის ბოლოს კინოცენტრის ახალმა დირექტორმა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კარლო (კახა) სიხარულიძემ ამ კონკურსისთვის ჟიურის ახალი შემადგენლობა შეარჩია. გასაუბრებები კონკურსანტებთან და პროექტების შეფასებები ახალმა ჟიურიმ განახორციელა, ძველ კომისიის წევრებს კი ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტეს, რაც მხოლოდ 15 აპრილს აცნობეს.
კომისიის წევრები სასამართლოს აპირებენ მიმართონ, მათთვის ხელშეკრულების შეწყვეტის გამო.
ჩვენი სტუმარია “დაწუნებული” კომისიის თავმჯდომარე ბესო სოლომანაშვილი.
სტუმარი: სალომე კუპრაშვილი - კავეა პლუსის პროექტის მენეჯერი
პოდკასტი ქართულ კინოსა და კინოწარმოებაზე ადრე, ახლა და მომავალში. თავისუფალი პლატფორმა თანამედროვე მედია კონტენტის შემქმნელებისთვის. Podcast About Film&Media Production in Georgia (Country).
წამყვანები: კოტე ჩლაიძე, გოჩა ჟორჟოლიანი.
მოსახლეობის რომელი ფენა დადის ყველაზე ხშირად კინოში? რამდენი კინოდარბაზია
თბილისში? აპირებს თუ არა კავეა გაფართოებას? რა ჟანრის ფილმებს ანიჭებენ
უპირატესობას ქართველი მაყურებელები?
ჩვენი სტუმრები არიან გვანცა გარმელია - კავეა
კინოთეატრების მარკეტინგის დირექტორი და სალომე კუპრაშვილი - კავეა პლუსის პროექტის
მენეჯერი