ცარიელი აზრები / Empty Thoughts - სივრცე ფიქრისთვის, ხმაურის გარეშე. მოკლე, შემეცნებით-ანალიტიკური პოდკასტი მათთვის, ვინც მოვლენებში სიღრმეს ეძებს. თითოეული ეპიზოდი ერთი თემის ირგვლივ ტრიალებს და დღევანდელობას ისტორიულ ჭრილში განიხილავს. ჩვენი მიზანია, ფაქტებს მიღმა დავინახოთ ის მარადიული კანონზომიერებები, რომლებიც ეპოქიდან ეპოქამდე მეორდება. აქ თანამედროვე ანალიზი და ისტორიული გამოცდილება ერთმანეთს ხვდება, რათა სამყაროს უფრო ფართო კონტექსტში შევხედოთ — მშვიდად, მკაფიოდ და გააზრებულად.
Friday, June 19, 2026
Sunday, March 31, 2024
დოკუმენტური კინო - მაყურებლის ძიებაში. სტუმარი კინოდოკუმენტალისტი ანა ძიაპშიპა. დირექცია ს4 ეპ40
ქართული დოკუმენტური კინო თავის გზებს ეძებს ფართო მაყურებლამდე მისასვლელად. 2023 წლის ნოემბრიდან დოკუმენტური კინო ასოციაცია თბილისში კინოთეატრ "ამირანში" თემატურ კინო ჩვენებებს აწყობს. https://www.doca.ge/filmclub კინო-კლუბის პროექტის ფარგლებში პროგრამის კურატორები დოკუმენტური ფილმების თემატურ რეპერტუარს ადგნენ და აუდიტორიას სთავაზობენ. ჩვენებებზე დასწრებისთვის ბილეთების შეძენაა საჭირო, როგორც წესი დარბაზი ყოველთვის სავსეა. ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია იმართება, რომელსაც კურატორი უძღვება ან მოწვეული სტუმარი. 2024 წლის მარტიდან ივნისამდე მორიგი ჩვენებების სერია იმართება, რომლის პროგრამის კურატორია კინოდოკუმენტალისტი ანა ძიაპშიპა. შინაარსი: 00:00 შესავალი 00:11 თემისა და სტუმრის წარდგენა 01:24 ზოგადად პროექტის შესახებ 02:48 კინოკლუბის ძირითადი ფოკუსი 05:08 რა აუდიტორია დადის ჩვენებებზე? 09:49 დავიწყებული ძველი ქართული დოკუმენტალისტიკა 14:49 დღევანდელი დოკუმენტალისტიკა 15:28 სამეცნიერო-პოპულარული ფილმები 18:38 დოკას საგანათმლებლო პროგრამების შესახებ 19:09 რატომ არ გამოცხადდა კინოცენტრის მიერ დოკუმენტური კინოს კონკურსი? 22:00 დაიწია თუ არა საერთო კულტურულმა დონემ? 00:02 დოკუმენტალისტების ბოიკოტი და უახლოესი გეგმები 01:50 მომავალი ფილმის შესახებ 02:32 სად შეიძლება დოკუმენტური ფილმის "ავტოპორტრეტი ზღვარზე" ნახვა? 03:30 ანონსი 04:21 შეჯამება
Sunday, March 17, 2024
მითები, პროპაგანდა და ისტორიული კინოს ვნება. სტუმარი დიმიტრი სილაქაძე. პოდკასტი "დირექცია" ს4 ე39
Sunday, March 10, 2024
გასეირნება პოტსდამზე თიკო ნადირაშვილთან ერთად სეზონი 4 ბონუს ეპიზოდი 2
Sunday, March 3, 2024
ბერლინალეს ევროპულ კინომარკეტზე ირინა გელაშვილთან ერთად სეზონი 4 ბონუს ეპიზოდი 1
ირინა გელაშვილი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „მწარე შაქარის“ პროდიუსერია, ფილმის რეჟისორ ანა ბარჯაძესთან ერთად ბერლინში ევროპულ კინო მარკეტზე კოპროდიუსერებს ხვდება და ბაზრობის მუშაობის სპეციფიკას გვაცნობს. ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი. 15-25 თებერვალი, 2024 წ. ვიდეო ჩაწერილია ლევან შუბაშვილის მიერ ქ.ბერლინში 2024წლის თებერვალში.
Sunday, February 25, 2024
ბერლინური ჩვენებები - საუბარი ლანა ღოღობერიძესთან პოდკასტი დირექცია სეზ4 ეპ38
2024 წლის თებერვალს ქ. ბერლინში, "ბერლინალეს" ფორუმის სექციაში ლანა ღოღობერიძის დოკუმენტური ფილმის "დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი" ჩვენებები გაიმართა.
ფილმის ავტორსა და რეჟისორს ლანა ღოღობერიძეს ევროპული პრემიერის შემდეგ ესაუბრა ლევან შუბაშვილი.