About Us

დირექცია/Film Office

Monday, December 19, 2022

ტელევიზიიდან იუტუბზე - ახალი შესაძლებლობები. კინოდოკუმენტალისტი თომა ჩაგელიშვილი დირექციაში ს02 ეპ21

 


Monday, December 5, 2022

რა ვნახოთ თბილისის 23-ე კინოფესტივალზე? დირექციაში ფესტივალის კოორდინატორი მარი გულბიანი. ს02 ეპ20


 

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ქართული პანორამის კოორდინატორი რეჟისორი მარი გულბიანი


თემები:

1. წარდგენა - ფოკუსირება ქართულ ფილმებზე

2.ფესტივალზე წარდგენილი პროგრამების შესახებ (ევროპული ფორუმი, ოსკარის მაძიებლები, რუმინეთი ფოკუსში, უკრაინის ფერები და სხვა)  

3. რამდენი ფილმი იყო გამოგზავნილი და როგორ შეირჩა?

4. შეიძლება თუ არა რაიმე ტენდენციებზე ლაპარაკი?

5. რაიმე პროექტი/ფილმი ხომ არ დარჩა ფესტივალის მიღმა ან ჟიურის, ან ფილმების პროდიუსერების გადაწყვეტილებით? 

6. დაფინანსების სიმცირის გამო ხომ არ ტარდება მარტო ქართული კონკურსი?

7. კონკურსის ჟიურისა და ბილეთის ფასის შესახებ

8. შეჯამება. 


პოდკასტი ქართულ კინოსა და კინოწარმოებაზე ადრე, ახლა და მომავალში. თავისუფალი პლატფორმა თანამედროვე მედია კონტენტის შექმნელებისთვის. Podcast About Film&Media Production in Georgia (Country). წამყვანები: კოტე ჩლაიძე, გოჩა ჟორჟოლიანი.

https://anchor.fm/filmoffice

https://www.facebook/geofilmoffice

https://www.instagram.com/geofilmoffice/

https://twitter.com/GeoFilmOffice

https://t.me/direqcia


Apple Podcasts -  https://apple.co/3Ls0JWt

Google Podcasts -  https://bit.ly/3rNXEIm

Spotify -  https://spoti.fi/3k7r3Jb

Sunday, November 20, 2022

როგორ უნდა განვითარდეს შემოქმედებითი კინოინდუსტრია? სტუმარი ელენე მარგველაშვილი დირექცია ს02 ეპ19


 ჩვენი სტუმარია კინოკომპანია "პარაშუტ ფილმსის" პროდიუსერი ელენე მარგველაშვილი

თემები: 1. ასოციაცები და გაერთიანებები კინო დარგში 2. კვლევების მნიშვნელობა და მათი არარსებობა კინო ინდუსტრიაში 3. რა სამომავლო გეგმები აქვს "ქსელის" გაერთიანებას და რეგიონებში კინოჩვენებების პერსპექტივები 4. მიმდინარე და სამომავლო კინოპროექტები პოდკასტი ქართულ კინოსა და კინოწარმოებაზე ადრე, ახლა და მომავალში. თავისუფალი პლატფორმა თანამედროვე მედია კონტენტის შექმნელებისთვის. Podcast About Film&Media Production in Georgia (Country). წამყვანები: კოტე ჩლაიძე, გოჩა ჟორჟოლიანი. https://anchor.fm/filmoffice https://www.facebook/geofilmoffice https://www.instagram.com/geofilmoffice/ https://twitter.com/GeoFilmOffice https://t.me/direqcia Apple Podcasts - https://apple.co/3Ls0JWt Google Podcasts - https://bit.ly/3rNXEIm Spotify - https://spoti.fi/3k7r3Jb

Sunday, November 6, 2022

ქართული ფილმების პანორამა მონპელიეს კინოფესტივალზე. სტუმარი ლევან ლომჯარია. დირექცია ს2 ეპ18

 


ჩვენი სტუმარია ლევან ლომჯარია - კინოცენტრის კინოექპორტის დეპარტამენტის უფროსი თემები: 1. ქართული ფილმების რეტროსპექტივა მონპელიეს კინოფესტივალზე 2. ვინ არჩევს და როგორ ფილმებს პანორამისთვის 3. არსებობს თუ არა გეგმა ან პროგრამა ამ პროექტის და როგორ ზომავდთ შედეგებს? 4. ქართული კინოს არაევროპული ბიუჯეტები 5. შემოსავლები უცხოური გაქირავებიდან შესახებ ინფორმაცია? 6. სამომავლო გეგმები ქართული კინოს ექსპორტის გაზრდისთვის.


პოდკასტი ქართულ კინოსა და კინოწარმოებაზე ადრე, ახლა და მომავალში. თავისუფალი პლატფორმა თანამედროვე მედია კონტენტის შექმნელებისთვის. Podcast About Film&Media Production in Georgia (Country). წამყვანები: კოტე ჩლაიძე, გოჩა ჟორჟოლიანი. https://anchor.fm/filmoffice https://www.facebook/geofilmoffice https://www.instagram.com/geofilmoffice/ https://twitter.com/GeoFilmOffice https://t.me/direqcia Apple Podcasts - https://apple.co/3Ls0JWt Google Podcasts - https://bit.ly/3rNXEIm Spotify - https://spoti.fi/3k7r3Jb

Monday, October 24, 2022

ახალი თაობის ახალი ქართული კინო. სტუმარი რეჟისორი სოსო ბლიაძე. პოდკასტი დირექცია სეზონი 2 ეპიზოდი 17

 


თემები

1. თაობათა ცვლა 2. პანდემიის დროს გადაღებული ფილმი "ჩემი ოთახი" კარლოვი ვარის კინოფესტივალზე 3. კინო სახელმწიფო დაფინანსების გარეშე 4. კინოცენტრის პოლიტიკა და დავა კონკურსის გამო 5. ოსკარზე გასაგზავნი ფილმების კონკურსი, "ოთარის სიკვდილი" 6. ქართული კინო მაყურებლის ძიებაში 7. ონლაინ პლატფორმები და ონლაინ პრემიერების გამოცდილება სტუმარი სოსო ბლიაძე - სცენარისტი და რეჟისორი ფილმოგრაფია ანტრაქტი (2011) - სცენარისტი, რეჟისორი, მონტაჟი ყველაზე ძვირფასი (2012) - სცენარისტი, რეჟისორი, მონტაჟი სამი საფეხური (2017) - სცენარისტი, რეჟისორი მეზობლები (2017) - სცენარისტი ტრადიცია (2019) - სცენარისტი, რეჟისორი ოთარის სიკვდილი (2021) - სცენარისტი, რეჟისორი ჩემი ოთახი (2022) - სცენარისტი, რეჟისორი, მსახიობი, მონტაჟი

Saturday, October 8, 2022

დიდი შესვენება - გზა ოსკარამდე. რეჟისორი დათა ფირცხალავა და პროდიუსერი თედო დოლიძე დირექციაში ს2 ე16

 


სტუმრები ფილმის სცენარისტი და რეჟისორი დათა ფირცხალავა და პროდიუსერი თედო დოლიძე

ფილმი "დიდი შესვენების "გზა ამერიკის კინოაკადემიის “ოსკარის“ 2023 წლის ნომინაციაზე საქართველოდან წარსადგენი ფილმის შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა დავით ფირცხალავას სრულემეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა "დიდი შესვენება". ასევე, ფილმი ტორონტოს ფესტივალის ძირითად კონკურში მოხვდა. თემები 1. ფილმის შექმნის გზა 2. ფილმი ფესტივალებზე - პრესა და გამოხმაურება 3. ოსკარის სტრატეგია - ჟურნალისტები, გაქირავება, აკადემიის წევრები 4. გაქირავების სტრატეგია საქართველოში - გზა მაყურებლამდე სრულემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "დიდი შესვენება" გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და დავით ფირცხალავას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. ამერიკის კინოაკადემიის “ოსკარის“ 2023 წლის ნომინაციის კონკურსში 6 ქართული ფილმი მონაწილეობდა: 1. “ატონალური გაბრწყინება” - რეჟისორი ალექსანდრე ქორიძე; 2. “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში” - რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი; 3. “დიდი შესვენება” - რეჟისორი დათა ფირცხალავა; 4. „მოთვინიერება“ - რეჟისორი სალომე ჯაში; 5. „ოთარის სიკვდილი“ - რეჟისორი იოსებ ბლიაძე; 6. “ტყვია“ - რეჟისორი ხათუნა ვაშაძე.

Tuesday, October 4, 2022

ახალგაზრდა ფესტივალის ძველი გამოწვევები. ჩვენი სტუმარია ლევან აბდუშელიშვილი. პოდკასტი "დირექცია" ქუთაისში

 


პოდკასტი "დირექცია" რიგით მეორე ქუთაისის მოკლე ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე. 1. რითი იყო გამორჩეული წლევანდელი ფესტივალი? ფესტივალის საკონკურსო და არასაკონკურსო პროგრამა. განსხვავება ფესტივალის წინა წლის გამოშვებასთან შედარებით. 2. ადგილობრივი მაყურებლის ჩართულობა ფესტივალზე. რამდენად არის მნიშვნელოვანი ფესტივალი ქალაქისთვის. რა ხერხებით ხდება მაყურებლის დაინტერესება ფესტივალით. 3. მოკლემეტრაჟიანი სცენარის განვითარების ვორქშოპის მნიშვნელობა ავტორებისთვის. 4. მოკლემეტრაჟიანი კინოს სპეციფიკა. რამდენად ყავს მაყურებელი და რამდენად გააჩნია თვითმყოფადობა მოკლემეტრაჟიან კინოს. მოკლემეტრაჟიანი ფილმების შექმნის სირთულე. 5. ფესტივალის დაფინანსების წყარო და განვითარების სამომავლო გეგმები. სტუმარი: კინომცოდნე, ფესტივალის გუნდის წევრი ლევან აბდუშელიშვილი. ესაუბრება ლევან შუბაშვილი

Friday, September 30, 2022

ორი ფესტივალი ერთ ჭერქვეშ - ქ. ბათუმში. ლევან შუბაშვილი ესაუბრება CinéDOC-Tbilisi დოკუმენტური ფილმების ფესტივალის დირექტორს არჩილ ხეთაგურს.

 


CinéDOC-Tbilisi არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანი დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა. 

CinéDOC-Tbilisi არის პირველი კინოფესტივალი საქართველოში, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირის პროექტი „კრეატიული ევროპა“ (Creative Europe).

CinéDOC-Tbilisi ჰიბრიდულ კინოფესტივალად გარდაიქმნა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ცდილობს, რომ შემოქმედებითი დოკუმენტური ნამუშევრები, ხელმისაწვდომი იყოს როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურად, კინოდარბაზებში, ტელევიზიასა თუ სკოლებში. 

ფესტივალი წელს ქალაქ ბათუმში ტარდება ბათუმის საავტორო კინოფესტივალთან ერთად.  სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი ფესტივალის პრობლემებზე გვესაუბრება ფესტივალის დირექტორი არჩილ ხეთაგური 


Sunday, September 25, 2022

ნახევრადდაფინასებული ქუთაისის მოკლე ფილმების კინოფესტივალი. სტუმარი ნინო მხეიძე ს2 ეპ15

 


ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი, რომელიც მეორეჯერ ტარდება ადგილობრივმა მთავრობამ დააფინანსა, მაყურებლისა და ფინანსების ძიებაში, ჩვენი სტუმარია გენერალური დირექტორი ნინო მხეიძე. 

თემები: 

1. ფესტივალის კონცეფცია 

2. ორგანიზაციული და ფინანსური გამოწვევები 

3. ფესტივალის მიზნობრივი აუდიტორია 

4. სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობა 

5. მოხალისეებისა და კრაუდფანდინგის სტრატეგია 

6. ფესტივალის განვითარების სტრატეგია

Thursday, September 15, 2022

ბათუმის საავტორო კინოფესტივალი 2022წ სახელწიფო მხარდაჭერის გარეშე, სტუმარი გიორგი გოგიბერიძე ს2 ეპ14



ქვეყანაში ერთ-ერთი უძველესი კინოფესტივალი სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის ტარდება. მე-17 წელს ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ ფესტივალის ორგანიზატორებს მხარდაჭერაზე უარი უთხრა, შედგება თუ არა ფესტივალი? ჩვენი სტუმარია  საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის დირექტორი გიორგი გოგიბერიძე. #ერთადჩავატაროთფესტივალი   

1. ფესტივალის კონცეფცია 

2. ორგანიზაციული და ფინანსური გამოწვევები 

3. ფესტივალის მიზნობრივი აუდიტორია 

4. სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობა 5. მოხალისეებისა და კრაუდფანდინგის სტრატეგია 

6. ფესტივალის განვითარების სტრატეგია


Monday, August 15, 2022

უსისტემოდ ქცეული სისტემა. ჩვენი სტუმარია სცენარისტი და რეჟისორი სანდრო ნავერიანი. პოდკასტი დირექცია სეზონი 1 ეპიზოდი 13



 სანდრო ნავერიანი მრავალი სერიალისა და მხატვრული ფილმის სცენარისტია, მათ შორის სერიალ "ტიფლისისა" და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის "სველი ქვიშის." ასევე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების "ჰალკი" და "ზებრას" რეჟისორია. სანდრო ასევე მუშაობს დოკუმენტურ კინოშიც. 

სანდრო ნავერიანის ერთ-ერთი პროექტი "დაბადება" კინოცენტრის მიერ გამოცხადებული სრულემტრაჟიანის ფილმების კონკურსის მონაწილე იყო და მე-3 ადგილას გავიდა, თუმცა დაფინანსება ვერ მოიპოვა. 

  1. როგორ მუშაობს კინოცენტრის ჟიური?
  2. კონიენქტურა ქართულ კინოში? 
  3. კინო როგორც აქტივიზმის ფორმა.
  4. ქართული კინო მომავალის გადმოსახედიდან?
  5. ჟანრული კინოს შესახებ?
  6. ტელევიზიის როლი ახალი ქართული კინოს წარმოებაში
  7. სისტემად ქცეული უსისტემობა
  8. ცოტა რამ სერიალების შესახებ
  9. აკლია თუ არა ჩვენ კინოს სცენარისტები?
  10. სერიალი “ტფილისი” და “პანიკის გარეშე”
  11. შეჯამება


Monday, August 1, 2022

ჩვენი სტუმარია "ფილმ ასილუმის" დამფუძნებელი, რეჟისორი და პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე ს1 ეპ12

უნიკალური გამოცდილება კინოდან -რეკლამაში და ისევ კინოში

  რა სპეციფიკური განსხვავებაა რეკლამისა და კინოს წარმოებას შორის?

  მიმდინარე პროექტები - ფილმები & სერიალი

 ორი სიტყვა კინოცენტრის ბოლო კონკურსის შესახებ

  როგორ უნდა მუშაობდეს კინოცენტრი? 

  საით მიდის ქართული ინდუსტრია?

  შესაძლებელია თუ არა გლობალური კონტენტის შექმნა?

ჩვენი სტუმარია "ფილმ ასილუმის" დამფუძნებელი, რეჟისორი და პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე

Monday, July 18, 2022

როგორ მუშაობს კინოფონდი ევრიმაჟი?



ჩვენი სტუმარია კინორეჟისორი ნინო კირთაძე

„ევრიმაჟი“ ევროსაბჭოს კინო პროგრამაა, რომელიც ევროპული ქვეყნების კინოინდუსტრიების თანამშრომლობას უწყობს ხელს. 

ფონდი აფინანსებს ერთობლივ წარმოებას ორ, ან რამდენიმე ევროპულ ქვეყანას შორის. წარმოების გარდა „ევრიმაჟი“ ხელს უწყობს ევროპული კინოს დისტრიბუციასა და კინოთეატრების განვითარებას. 

საქართველო „ევრიმაჟის“ წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა. 

2011 -21 წწ ევრიმაჟის საწევრო გადასახადის სახით გადახდილია  

1 222 846, 29 ევრო. 

2011-21წწ დაფინანსდა 19 ქართულ-უცხოური კოპროდუქცია, ჯამურად  

3 643 494 ევროთი. 

2019 წლიდან, „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენელია რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნინო კირთაძე.  

ევრიმაჟი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური წყარო ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის, იმისათვის რომ  ფილმის გადაღებების დასასრულებლად დამატებითი თანხები მოიპოვონ. 

ამასთანავე, აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს ერთ-ერთ პრესტიჟულ ფონდს, რომელიც გზას უხსნის ქართველ პროდიუსერებს და რეჟისორებს მოიპოვონ წარმატება საერთაშორისო ბაზარზე.

ფონდის მიერ დაფინანსებულია 19 პროექტი.


პოდკასტი ქართულ კინოსა და კინოწარმოებაზე ადრე, ახლა და მომავალში. თავისუფალი პლატფორმა თანამედროვე მედია კონტენტის შექმნელებისთვის. Podcast About Film&Media Production in Georgia (Country). წამყვანები: კოტე ჩლაიძე, გოჩა ჟორჟოლიანი.

https://anchor.fm/filmoffice

https://www.facebook/geofilmoffice

https://www.instagram.com/geofilmoffice/

https://twitter.com/GeoFilmOffice

https://t.me/geofilmoffice


Apple Podcasts -  https://apple.co/3Ls0JWt

Google Podcasts -  https://bit.ly/3rNXEIm

Spotify -  https://spoti.fi/3k7r3Jb

Sunday, July 3, 2022

რა არის ეროვნული კინოპროექტი? ჩვენი სტუმარია რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე. "დირექცია" ს1 ე10


საერთო ეროვნული პროექტების რეალიზაციისა და ვიზუალიზაციის იდეა დიდიხანია საზოგადოების დაკვეთაა, ამას კინოს პროფესიონალებიც ხვდებიან და სხვადასხვა დროის მთავრობებიც, მაგრამ მიუხედავად მცდელობებისა, მეტნაკლებად წარმატებული პროეტები არ ჩანს.

რა იყო და რა იქნება გვესაუბრება რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი ნიკოლოზ ხომასურიძე 1. ქართული მეტანარატივი კინოში? 2. ქართული კინო - შიდა მოხმარება 3. ახალი დამოუკიდებელი კინოპროექტი "ტყვია" 4. პროექტი ექვთიმეს ქრაუდ ფანდინგის გამოცდილება 5. მონეტარიზაცია - ციფრული შესაძლებლობები 6. Qua Vadis? - საით მივდივავართ? 7. დაფინანსების ცუდი პრაქტიკა? სახელმწიფო ფულის მონაწილეობა ეროვნულ პროექტებში პოდკასტი ქართულ კინოსა და კინოწარმოებაზე ადრე, ახლა და მომავალში. თავისუფალი პლატფორმა თანამედროვე მედია კონტენტის შექმნელებისთვის. Podcast About Film&Media Production in Georgia (Country). წამყვანები: კოტე ჩლაიძე, გოჩა ჟორჟოლიანი. https://anchor.fm/filmoffice https://www.facebook/geofilmoffice https://www.instagram.com/geofilmoffice/ https://twitter.com/GeoFilmOffice https://t.me/geofilmoffice Apple Podcasts - https://apple.co/3Ls0JWt Google Podcasts - https://bit.ly/3rNXEIm Spotify - https://spoti.fi/3k7r3Jb

Friday, June 24, 2022

ქართული სერიალების წარმოება და კომერცია. ჩვენი სტუმარია პროდიუსერი ირაკლი კაკაბაძე. პოდკასტი "დირექცია" სეზონი 1 ეპიზოდი 9

 2022წლის 18 აპრილიდან  1-ლ არხზე, კვირაში 4 ჯერ გადის სერიალი "სიყვარულის მიღმა"

ჩვენი სტუმარია სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი ირაკლი კაკაბაძე

თემები:

1. ძველი გამოცდილებიდან აქამდე: სიტკომიდან სერიალამდე
2. ტექნიკურად რამდენად ადვილია/ ძნელია
3. აუდიტორიის მიზნობრიობა - მარკეტინგი - რეიტინგები
4. სერიალების სოციალური დანიშნულება
6. Youtube vs TV
7. კონკურენტები
8. რიმეიკი, ფრანშიზა თუ საკუთარი კონტენტი
9.  კინო გამოცდილება
10. დანახარჯები
11. სარეკლამო ინტეგრაცია
12. გაფართოება. მომავალი გეგმები
სერიალის ლოგლაინი:
ტყუილი, ღალატი, შეცდომები, რომლებიც ხშირად დიდი სიყვარულის მიუხედავად უპატიებელია. საკუთარი თავის ძიება, საბედისწერო დილემები, სიმართლის თქმა - ეს ის გამოწვევებია, რომელიც სერიალის გმირებს მუდმივად აქვთ.

ურთიერთობები, რომლებიც იდეალურობის ფასადის მიღმა ინგრევა. ისტორია ორი ოჯახის და მათ გარშემო არსებული ხალხის შესახებ ვითარდება.



Saturday, June 18, 2022

ორი კომისია - ერთი გამარჯვებული. ჩვენი სტუმარია მწერალი და რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი. პოდკასტი დირექცია სეზონი 1 ეპიზოდი7

ეროვნული კინოცენტრის მიერ პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2022-2023 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის ჟიური კინოცენტრის დირექტორმა გაგა ჩხეიძემ 2022წლის 14 თებერვალს დაამტკიცა, კომისიას გადაეცა კონკურსში მონაწილე 15 პროექტი და თავის რიგებიდან თავმჯდომარეც აირჩია. განისაზღვა სამუშაო გრაფიკიც და ვადებიც. 2022წლის მარტში გაგა ჩხეიძე კულტურის მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა. მარტის ბოლოს კინოცენტრის ახალმა დირექტორმა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კარლო (კახა) სიხარულიძემ ამ კონკურსისთვის ჟიურის ახალი შემადგენლობა შეარჩია. გასაუბრებები კონკურსანტებთან და პროექტების შეფასებები ახალმა ჟიურიმ განახორციელა, ძველ კომისიის წევრებს კი ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტეს, რაც მხოლოდ 15 აპრილს აცნობეს. კომისიის წევრები სასამართლოს აპირებენ მიმართონ, მათთვის ხელშეკრულების შეწყვეტის გამო. ჩვენი სტუმარია “დაწუნებული” კომისიის თავმჯდომარე ბესო სოლომანაშვილი.

რა არის და რას სთავაზობს კავეა პლუსი მაყურებელს და პროდიუსერებს? პოდკასტი "დირექცია" სეზონი1, ეპიზოდი 6

სტუმარი: სალომე კუპრაშვილი - კავეა პლუსის პროექტის მენეჯერი პოდკასტი ქართულ კინოსა და კინოწარმოებაზე ადრე, ახლა და მომავალში. თავისუფალი პლატფორმა თანამედროვე მედია კონტენტის შემქმნელებისთვის. Podcast About Film&Media Production in Georgia (Country). წამყვანები: კოტე ჩლაიძე, გოჩა ჟორჟოლიანი.

Monday, May 9, 2022

რამდენი ადამიანი დადის კინოში საქართველოში? პოდკასტი "დირექცია" სეზონი 1, ეპიზოდი 5

მოსახლეობის რომელი ფენა დადის ყველაზე ხშირად კინოში? რამდენი კინოდარბაზია თბილისში? აპირებს თუ არა კავეა გაფართოებას? რა ჟანრის ფილმებს ანიჭებენ უპირატესობას ქართველი მაყურებელები? 
ჩვენი სტუმრები არიან გვანცა გარმელია - კავეა კინოთეატრების მარკეტინგის დირექტორი და სალომე კუპრაშვილი - კავეა პლუსის პროექტის მენეჯერი
 

Tuesday, April 26, 2022

როგორი გვინდა იყოს კინოცენტრი? მე-2 ნაწილი. პოდკასტი "დირექცია" - სეზონი 1, ეპიზოდი 4

პოდკასტი ქართულ კინოსა და მედია წარმოებაზე ადრე, ახლა და მომავალში. ვაგრძელებთ საუბარს კინოცენტრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, დღეს ჩვენი სტუმარია კინორეჟისორი და კინოპროდიუსერი თინათინ ყაჯრიშვილი

Monday, March 28, 2022

კინო-დირექცია. პოდკასტი ქართულ კინოსა და კინოწარმოებაზე ადრე, ახლა და მომავალში. სეზონი1.ეპიზოდი2